მთავარისიახლეებისაზოგადოებავინ და რატომ აცხადებდა ეპისტოლეებში მეგრული ენის ბედით შეწუხებულ ადამიანებს აპრიორი ...

ვინ და რატომ აცხადებდა ეპისტოლეებში მეგრული ენის ბედით შეწუხებულ ადამიანებს აპრიორი სეპარატისტებად და ქვეყნის მოღალატეებად ან რატომ ატკინეს გული უამრავ ოჯახს, რომელსაც შვილი ღმერთმა მედიკოსების დახმარებით აჩუქა?

Published on

მედიაში ინკოგნიტო სასულიერო პირებზე დაყრდნობით ვრცელდება ინფორმაცია, რომ პატრიარქის ეპისტოლეები ბოლო წლებში მისი მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის კარნახითა და  შეხედულებით იწერებოდა.
სახელდება კონკრეტული ეპისტოლეც, რომელმაც უამრავ ოჯახს მიაყენა სულიერი ტრავმა, რადგან  ინვიტროგანაყოფიერებისა და  სუროგატი დედის დახმარებით ახალი სიცოცხლის გაჩენა ისე გამოიტანა, რომ ამ გზით დაბადებული ბავშვების დისკრედიტაცია გამოიწვია.
წყარო პატრიარქის სახელით, ამგვარი, რბილად რომ ვთქვათ,  ,,საჩოთირო'' ეპისტოლეების  შედგენის პრაქტიკას უკავშირებს პატრიარქის დისკრედიტაციის მცდელობას მდივან-რეფერენტ შორენა თეთრუაშვილისა და სასულიერო პირის ხარაზიშვილის მხრიდან. 
,,ამ საშობაო ეპისტოლეს შედგენით მიზანი მიღწეულია, პატრიარქზე მორიგი თავდასხმა განხორციელდა. ეპისტოლეს ავტორი და შემსრულებელი საპატრიარქოში უნდა ვეძებოთ, ვინც არა ქართული, არამედ რუსული ინტერესი გაატარა, ვინც პატრიარქის წინააღმდეგ ხალხი აამხედრა  – წერს გაზეთი ,,ალია“ წყაროზე   დაყრდნობით  –  ეს ქალბატონი ყოველთვის რუსეთის საპატრიარქოს ინტერესებს ატარებს და ამ გზით რუსეთზე მუშაობს, რუსეთი დაინტერესებულია პატრიარქის დისკრედიტაციით, რომელიც დღეს საქართველოში ყველაზე დიდი ნდობის მანდატით სარგებლობს. ქალბატონი შორენა, ახლო კონტაქტზეა  მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო კავშირების განყოფილების ხელმძღვანელთან, მიტროპოლიტ ილარიონთან, მის მოადგილე ნიკოლოზ ბალაშოვთან, კოლომენსკის მიტროპოლიტ იუვენალსა და ბიზნესმენ მიხეილ ხუბუტიასთან, რომელიც მოსკოვში ქართველთა სათვისტომოს თავმჯდომარეა“.
 
რაც შეეხება სხვა ეპისტოლეებს, სადაც, მაგალითად,  მეგრული ენის ბედით შეწუხებული ადამიანები ლამის სეპარატისტებად და ქვეყნის მოღალატეებად არიან გამოცხადებული, რაც პერმანენტულად ხდებოდა, ეს  მუდამ იწვევდა ბუნებრივ უარყოფით რეაქციას ხალხში, თუმცა თავად საპატრიარქოში არავის უქმნიდა უხერხულობას, რომ ლაზური ენის დაცვაზე მისასალმებელი ზრუნვის პარალელურად თუ საპირისპიროდ მისივე მხრიდან ხდებოდა მეგრულ ენაზე ზრუნვის დაგმობა. კარგია, თუ ამაში პატიარქის ხელი არ ერია და კოლექტიური თეთრუაშვილების პირადი ინიციატივა იყო. 
 
 
 

სიახლეები

წვიმა, ელჭექი, ქარის გაძლიერება, შესაძლებელია სეტყვაც-საქართველოში ამინდი კვლავ უარესდება

საქართველოში ამინდი კვლავ უარესდება- გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 5 ივლისს დღისით აღმოსავლეთ საქართველოში და...

მოსამართლე მჭედლიშვილმა ირაკლი ოქრუაშვილი 8 თვით ციხეში გაუშვა

მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა ირაკლი ოქრუაშვილი წულუკიანის კომისიაზე არგამოცხადების გამო დამნაშავედ ცნო და 8 თვით...

ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის პროცესი მიმდინარეობს

ბათუმის საქალაქო სასამართლოში გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე მორიგი...

მამაჩემის მკვლელობაში თქვენ ხართ დამნაშავეები-ონისე ცხადაძე

მამაჩემის მკვლელობაში თქვენ ხართ დამნაშავეები, როგორია, ციხეში რომ იგებ, ჭიშკართან პოულობენ მამაშენს მკვდარს? -...