ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ყულიშკარში საცხოვრებელს სახლს ხანძარი გაუჩნდა. შემთხვევა დღეს დაახლოებით 12 საათზე მოხდა, სახლის პატრონის თქმით, ცეცხლი სავარაუდოდ ელექტრო კაბელებს გაუჩნდა
მთლიანად დამწვარია სახლი და დგამ -ავეჯი. როგორც ,,ოდიში ნიუსის'' კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, სახლი აღდგენას არ ექვემდებარება.
,,თითზე გადასახევი არაფერი დაგვრჩა. თუ სახელმწიფო არ დაგვეხმარა, ღია ცისქვეშ ვრჩებით.''- ამბობენ ოჯახის წევრები.
ოჯახს ისედაც უმძიმესი საცხოვრებელი პირობები ჰქონდა.