მთავარისიახლეებისაზოგადოებარუხში ყოფილი ბაღის შენობაში მცხოვრები დევნილების საცხოვრებელს ცეცხლი გაუჩნდა

რუხში ყოფილი ბაღის შენობაში მცხოვრები დევნილების საცხოვრებელს ცეცხლი გაუჩნდა

Published on

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში, ე.წ საჭკადუოს ყოფილ საბავშვო ბაღში, სადაც აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული რამდენიმე ოჯახი ცხოვრობს დღეს დილით ხანძარი გაჩნდა. ხანძრის შედეგად დამწვარია საცხოვრებელი ოთახი და სახურავი. დაზარალებულის განცხადებით, მისთვის უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზები, რადგან შემთხვევის დროს ადგილზე არ იმყოფებოდა, თუმცა მისივე თქმით, ხანძარი სავარაუდოდ შეშის ღუმელმა გამოიწვია.

შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი. ალექსანდრე ჩიკვაიძის განცხადებით, ისინი დაზარალებულ ოჯახს დახმარებას გაუწევენ – დროებით დაუქირავებენ საცხოვრებელ ფართს ან შეუცვლიან დაზიანებულ  და უვარგის სახურავს. თუმცა დაზარალებული წინააღმდეგია დაქირავებულ ფართში გადასვლაზე, რადგან, მისი სიტყვებით, მან „არ იცის თუ რამდენი ხანი მოუწევს ქირით ცხოვრება“.

შემთხვევის შედეგად არავინ დაზიანებულა. ცეცხლის ლოკალიზება კი ყოფილი ბაღის შენობაში მცხოვრები დევნილების მიერ გახდა შესაძლებელი.

სიახლეები

წვიმა, ელჭექი, ქარის გაძლიერება, შესაძლებელია სეტყვაც-საქართველოში ამინდი კვლავ უარესდება

საქართველოში ამინდი კვლავ უარესდება- გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 5 ივლისს დღისით აღმოსავლეთ საქართველოში და...

მოსამართლე მჭედლიშვილმა ირაკლი ოქრუაშვილი 8 თვით ციხეში გაუშვა

მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა ირაკლი ოქრუაშვილი წულუკიანის კომისიაზე არგამოცხადების გამო დამნაშავედ ცნო და 8 თვით...

ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის პროცესი მიმდინარეობს

ბათუმის საქალაქო სასამართლოში გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე მორიგი...

მამაჩემის მკვლელობაში თქვენ ხართ დამნაშავეები-ონისე ცხადაძე

მამაჩემის მკვლელობაში თქვენ ხართ დამნაშავეები, როგორია, ციხეში რომ იგებ, ჭიშკართან პოულობენ მამაშენს მკვდარს? -...