მთავარისიახლეებიპოლიტიკაზაალ უდუმაშვილი: თუ გგონიათ, რომ ნიკა გვარამიას დაკავებით ან დროებითი განეიტრალებით თქვენ...

ზაალ უდუმაშვილი: თუ გგონიათ, რომ ნიკა გვარამიას დაკავებით ან დროებითი განეიტრალებით თქვენ რუსთავი2 -ს ხონჩაზე მიიღებთ, ძალიან ცდებით.

Published on

 

"რუსთავი2-ში 1000-მდე ადამიანი მუშაობს, რომელიც სისხლის ბოლო წვეთამდე იბრძოლებს ამ ტელეკომპანიისთვის. არც ერთ ნაბიჯით არავინ არ დაიხევს უკან. ამის პირობას ვდებ მე, ზაალ უდუმაშვილი, რომელიც წლებია, ამ ტელევიზიაში ვმუშაობ და ჩემთან ერთად დებს ის ხალხი ამ პირობას, რომელსაც თქვენ აქ უყურებთ და კიდევ ის ასეულობით ადამიანი, რომელიც ამ შენობაში იმყოფება,“ – განაცხადა სამაუწყებლო კომპანია ,,რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის მოადგილემ ზაალ უდუმაშვილმა დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე.
 
 ზაალ უდუმაშვილი, ნიკა გვარამიას დაკავებას არ გამორიცხავს. ამასთან,  ადასტურებს, რომ ჩანაწერში მესამე პირიც ფიგურირებს და თანხაზე საუბარი სწორედ ტელეკომპანიის ვალებს ეხება.
 
„ჩვენ რამდენიმე ადამიანმა მოვუსმინეთ სრული ვერსია ამ ჩანაწერის, როდესაც გაკეთდა. ვადასტურებ, რომ აქ მიმდინარეობს სამ პირს შორის საუბარი. აგრეთვე იმ ფაქტს, რომ, როდესაც საუბარია მილიონებზე, მილიონების გასტუმრებაზე, ეს მიდის მესამე პირთან საუბარი და საუბარია ტელეკომპანიის ვალების დაფარვის მექანიზმებზე. დღეს სრულიად გაუგებარია ის ყველაფერი, რაც ჩვენ დღეს დილიდან ვიხილეთ," – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
 
ამასთან, მან ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ არ გამორიცხა, რომ ხელისუფლება ნიკა გვარამიას დაკავებას გეგმავდეს.
 
"ამ დღევანდელი განცხადებებიდან გამომდინარე, ხელისუფლების მხრიდან არაფერს აღარ გამოვრიცხავ, მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც ყველა ვხდებით, რომ რუსთავი2-ის საკითხის გადაწყვეტა ბოლო სტადიაშია და დღეების საკითხია, რომ გამოცხადდეს გადაწყვეტილება. არაფერს აღარ გამოვრიცხავ, მათ შორის არც რუსთავი2-ის გენერალური დირექტორის დაკავებას,“ – განაცხადა ზალიკო უდუმაშვილმა.
 
უდუმაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლების ზეწოლის მიუხედავად, რუსთავი2 გააგრძელებს მუშაობას ისე, როგორც აქამდე მუშაობდა.
 
„მინდა მივმართო ხელისუფლებას და იმ პრიმიტიულ ადამიანებს, რომლებმაც ასეთი სცენარი მოიფიქრეს და დაგეგმეს, – ბატონებო, თქვენ თუ გგონიათ, რომ ნიკა გვარამიას დაკავებით ან დროებითი განეიტრალებით თქვენ რუსთავი2-ს ხონჩაზე მიიღებთ, ძალიან ცდებით.'' – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
 
თავის მხრივ, რუსთავი 2 – ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია აკეთებს განცხადებას, რომ მისი დაკავების შემთხვევაში კომპანიას ზაალ უდუმაშვილი უხელმძღვანელებს. 
 

სიახლეები

შსს ადასტურებს, შაბათის ეთერის ანონსში გასული კადრები ნამდვილობას და განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, ტვ პირველის შაბათის ეთერში გასული, მოქალაქეების წამების ამსახველი კადრების ნამდვილობა....

13 ივნისის ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა

3 ივნისის ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა - მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარმა სტიქიამ 21 ადამიანის...

ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას-პირველი არხის ეთერში დაცემული ბავშვის დედა

"ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას, ასეთი რეაქცია მქონდა. უყურებ როგორ არ ეხმარებიან შენ შვილს, როცა...

EU-ს მაღალჩინოსანმა საქართველოსთან სავიზო დიალოგს “საკმაოდ უნაყოფო” უწოდა-იოზვიაკი

რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს ხელმძღვანელის, რიკად იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკომისიის მაღალჩინოსანმა ქართულ მხარესთან გამართულ სავიზო...