დაკითხვაზე დაბარებასთან დაკავშირებით რუსთავი2-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ, ბრიფინგი გამართა. ნიკა გვარამიას თქმით, ჩანაწერში, რომელიც გავრცელდა, სამი პირი ფიგურირებს.„დღეს იყო საუბარი ერთი ახალგაზრდა კაცის მიერ, რომელსაც შეეძლო, რამისთვის მიეღწია, მაგრამ ვგონებ, გვიანია, განსაკუთრებით დღევანდელი დღის შემდეგ, როდესაც ის პავლიკ მოროზოვივით გამოვიდა და ადამიანების დაპატიმრება მოითხოვა."ჩანაწერი, რომელზეც არის საუბარი, ჩემს მიერ არის გაკეთებული და ის გრძელდება საათზე მეტ ხანს. ის მიმდინარეობს სამ პირს შორის, ფიგურანტი იქ არის სამი პირი. თანხასთან დაკავშირებით მე ვესაუბრები არა მამუკა ახვლედიანს, არამედ მე-3 პირს. ვესაუბრები აბსოლუტურად სხვა თემაზე, ვესაუბრები რუსთავი2-ის ვალებზე."ის მესამე პირი იყო ხელისუფლებასთან დაახლოებული პირი. მე ის არ დავასახელე იმიტომ, რომ ვინარჩუნებ წყაროს გაუთქმელობას . მე ეს ჩვენება მივეცი პროკურატურას. ეს მესამე პირი მესაუბრება, როგორ აპირებს პროკურატურა ჩვენს გაგუდვას, მათ შორის ვალების მეშვეობით, რომელიც მე დამხვდა რუსთავი2-ში იმიტომ, რომ ჩვენ მას მერე ვალი არ აგვიღია და ერთ-ერთ ვერსია იქნებოდა ვალებით გაგუდვა, რაზეც მე ვპასუხობ, რომ კონტრაქტი, რომელიც დავდეთ, ითვალისწინებს 6-მილიონიან ინვესტიციას და იქედან ვაპირებთ ამ ვალების გასტუმრებას,“ -განაცხადა ნიკა გვარამიამ.რუსთავი2-ის გენერალური დირექტორის თქმით, საქალაქო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარესთან შეხვედრა მისი ინიციატივით არ მომხდარა.
სიახლეები
სიახლეები
მოცვისა და თხილის მეურნეობების გამოწვევები – როგორ ჭრის ამ პრობლემებს Atens-ის ბიოპროდუქტები
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი...
საზოგადოება
NGO-ები-წლებია, წამებას და არასათანადო მოპყრობას სახელმწიფო პოლიტიკურ იარაღად იყენებს
წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
ორგანიზაციების განცხადებით, მიუხედავად ეროვნული...
სიახლეები
კორუფცია ხელისუფლების ზედა ეშელონებში აღმოფხვრილი და დამარცხებულია – კობახიძე
ირაკლი კობახიძემ სახელისუფლებო კორუფციაა დამარცხებულად გამოაცხადა - პარლამენტში მისული მთავრობის მთაური ირწმუნება, რომ "კორუფცია...
სიახლეები
საიამ სტრასბურგში ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე საჩივარი წარადგინა
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში მე-4 საჩივარს გზავნის. საიას...