მთავარისიახლეებისაზოგადოებამეუფე პეტრე მამა გიორგი მამალაძეს თავდებში უდგება

მეუფე პეტრე მამა გიორგი მამალაძეს თავდებში უდგება

Published on

ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტი, მეუფე პეტრე ხელისუფლებას მამა გიორგი მამალაძის თავდებით გამოშვების რჩევით მიმართავს.

„მე არ ვიცი, რამდენად უწყობს კანონი ხელს და არის თუ არა ეს შესაძლებელი, მაგრამ მიუხედავად ამ მძიმე ბრალდებისა, მე მიმაჩნია, რომ გონიერება უნდა აღმოაჩნდეს ხელისფულებას და მამა გიორგი, დეკანოზი გიორგი მამალაძე, აი, ამ მძიმე ბრალდებით დაკავებული თავდები უნდა იქნას გათავისუფლებული და, რა თქმა უნდა, გამოძიება გაგრძელდეს მაღალპროფესიონალურად. რა თქმა უნდა, მას არ უნდა მიეცეს უფლება საქართველოს დატოვებისა. მაგრამ ის, რომ მამა გიორგის გარეთ ყოფნა საფრთხეს წარმოადგენდეს, ამას გამოვრიცხავ. ეს იქნება ძალიან დიდსულოვანი, ძალიან ჰუმანური და ძალიან ადამიანური და ქრისტიანული გადაწყვეტილება, თუ, რა თქმა უნდა, ჩემს ამ თამამ აზრს და რჩევას გაითვალისწინებენ,“ – განაცხადა მეუფე პეტრემ. 

სიახლეები

ბოჭორიშვილი- EU-ში ხშირად ატარებენ შეხვედრებს, იმისთვის რომ საქართველო არ მიიწვიონ

ევროკავშირში ხშირად ატარებენ შეხვედრებს, იმისთვის რომ საქართველო არ მიიწვიონ. ისეთ თემებზე, რომელიც არის გაფართოება,...

საიამ სტრასბურგში რუსეთის წინააღმდეგ ანწუხელიძისა და სხვა სამხედროების საქმეები მოიგო

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (ECHR) საქმეზე „მალაჩინი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა,...

“დროა”-ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა

ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა - ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს. პრესსამსახურის ცნობით, ამ წუთებში, ციხეში,...

უკრაინის იერიშების გამო რუსეთი საწვავის იმპორტსა და მის სუბსიდირებას განიხილავს

გაზეთ Ведомости-ს ინფორმაციით, რუსეთი საწვავის იმპორტსა და ნავთობპროდუქტებზე ფასების დასაწესებლად შესაბამისი სუბსიდიების შემოღებას განიხილავს,...