მთავარისიახლეებიპოლიტიკადეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი პროკურატურისგან საქმეზე საჯარო საუბარის აკრძალვის მოხსნას ითხოვს

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი პროკურატურისგან საქმეზე საჯარო საუბარის აკრძალვის მოხსნას ითხოვს

Published on

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი მთავარი პროკურატურისგან იმ შეზღუდვის მოხსნას ითხოვს, რომლის მიხედვითაც, მას საქმეზე საჯარო საუბარი ეკრძალება.ოფიციალური  წერილობითი მოთხოვნით ადვოკატი საგამოძიებო უწყებას დღეს მიმართავსგიორგი ფანცულაიას თქმით, პროკურატურა საქმეზე ცალმხრივად ახდენს დეტალების ტირაჟირებას და მას არგუმენტებით დაპირისპირების შესაძლებლობა არ გააჩნია.პირველი კომენტარი ადვოკატმა კურიერთან გააკეთა.„დღესაც მე აკრძალული მაქვს საქმის შინაარსობრივ თემაზე საუბარი და მე კანონმდებლობას არც ერთ შემთხვევაში არ დავარღვევ. უბრალოდ, გულდასაწყვეტია ის, რომ იმპერატიული ფორმით პროკურატურისგან ისმის შინაარსობრივი ბრალდება ამ ადამიანის მიმართ და ჩვენ არ გვაქვს არანაირი უფლება, რომ გამოვიდეთ და ჩვენი სიმართლე, როგორც ისინი საზოგადოებას ეუბნებიან, ჩვენც ვუთხრათ ჩვენი სიმართლე,“ – აცხადებს გიორგი ფანცულაია.

სიახლეები

რუსეთის 15 რეგიონში საწვავის გაყიდვა შეიზღუდა

რუსეთის 15 რეგიონში საწვავის გაყიდვა შეიზღუდა ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს და წერს, რომ ბენზინისა...

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა დღეს საქართველოს შესახებ რეზოლუციას უყრის კენჭს

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა დღეს საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირების საკითხზე იმსჯელებს. 24 ივნისს დაგეგმილია ასამბლეის...

ბოჭორიშვილი- EU-ში ხშირად ატარებენ შეხვედრებს, იმისთვის რომ საქართველო არ მიიწვიონ

ევროკავშირში ხშირად ატარებენ შეხვედრებს, იმისთვის რომ საქართველო არ მიიწვიონ. ისეთ თემებზე, რომელიც არის გაფართოება,...

საიამ სტრასბურგში რუსეთის წინააღმდეგ ანწუხელიძისა და სხვა სამხედროების საქმეები მოიგო

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (ECHR) საქმეზე „მალაჩინი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა,...