მთავარისიახლეებისაზოგადოებათუკი ივანიშვილის და ნარმანიას ნება იყო, მერიის ცენტრალური კარები ჩაეკეტა, ხალხის ნებაა,...

თუკი ივანიშვილის და ნარმანიას ნება იყო, მერიის ცენტრალური კარები ჩაეკეტა, ხალხის ნებაა, რომ ეს კარები გააღოს

Published on

თუკი ივანიშვილის და ნარმანიას ნება იყო, მერიის ცენტრალური კარები ჩაეკეტა, ხალხის ნებაა, რომ ეს კარები გააღოს. ჩვენ, ბუნებრივია, ვაძლევთ რამდენიმე საათს დავით ნარმანიას, ან ჩამობრძანდეს, ან აქ შეკრებილი ხალხი, ეს ზვავი აზვირთდება, უამრავი ადამიანი მოვა და ვინ დაკეტავს და ვინ გააღებს კარებს, ამას თავად ნარმანია უშუალოდ დაინახავს ივანიშვილთან ერთად. ფეხს არ მოიცვლის აქედან არავინ, სანამ არ ჩამობრძანდება ნარმანია, ან საკოორდინაციო საბჭოს წევრებს არ მიიღებს. გადალახა ნარმანიამ რუბიკონი, შეუქცევადი პროცესებია დაწყებული და ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ სიმართლისთვის”, – განაცხადა ნიკა მელიამ. 
 
თბილისის მერიასთან „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერ ნიკა მელიასა და მერიის უსაფრთხოების სამსახურს შორის დაპირისპირება მოხდა. ნიკა მელია შენობაში შესვლას მოითხოვდა, რისი უფლებაც დაცვის სამსახურმა არ მისცა.
 
თბილისის მერიასთან „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული აქცია ამ დრომდე გრძელდება. თბილისის მერიასთან დროდადრო ფიზიკური დაპირისპირება ხდება მერიის, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს, პოლიციელებსა და აქციის მონაწილეებს შორის. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის 15-მდე ეკიპაჟი. 
 
აქციის მონაწილეები სკანდირებენ – „ნარმანია, გადადექი“.როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი აპროტესტებენ ქალაქის ბიუჯეტიდან „რუსთავი 2“-ის საქმის მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ოჯახისათვის გადაცემულ რამდენიმე მილიონი ლარის ქონებას.
 
 

სიახლეები

შსს ადასტურებს, შაბათის ეთერის ანონსში გასული კადრები ნამდვილობას და განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, ტვ პირველის შაბათის ეთერში გასული, მოქალაქეების წამების ამსახველი კადრების ნამდვილობა....

13 ივნისის ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა

3 ივნისის ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა - მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარმა სტიქიამ 21 ადამიანის...

ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას-პირველი არხის ეთერში დაცემული ბავშვის დედა

"ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას, ასეთი რეაქცია მქონდა. უყურებ როგორ არ ეხმარებიან შენ შვილს, როცა...

EU-ს მაღალჩინოსანმა საქართველოსთან სავიზო დიალოგს “საკმაოდ უნაყოფო” უწოდა-იოზვიაკი

რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს ხელმძღვანელის, რიკად იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკომისიის მაღალჩინოსანმა ქართულ მხარესთან გამართულ სავიზო...