მთავარისიახლეებისაზოგადოება,,სამშობლოში გაფრენამდე მას კიდევ რამდენიმე დღით ჰოსპიტალში დავტოვებთ ''- ქირურგი ოპერაციის...

,,სამშობლოში გაფრენამდე მას კიდევ რამდენიმე დღით ჰოსპიტალში დავტოვებთ ”- ქირურგი ოპერაციის შემდეგ პატრიარქის მდგომარეობით კმაყოფილია

Published on

სამშობლოში გაფრენამდე მას კიდევ რამდენიმე დღით ჰოსპიტალში დავტოვებთპატრიარქი რამდენიმე დღით კვლავ ბერლინის კლინიკაში დარჩება, – ამის შესახებ ბერლინის კლინიკის ქირურგმა ოპერაციის დასრულების შემდეგ განაცხადა. 
 
”რაც შეეხება რეაბილიტაციის პროცესს, უნდა დაველოდოთ რამდენიმე დღე. ამ მომენტისთვის მოხარულები ვარ, რომ ოპერაციამ კარგად ჩაიარა და ის თავს ასე კარგად გრძნობს. სავარაუდოდ ”, – განაცხადა ექიმმა.
 
პატრიარქის ქართველი ექიმის, ცისანა შარტავას თქმით კი, უწმინდესი ამ ეტაპზე ინტენსიურ განყოფილებაში რჩება.
 
”ჩვენ გავიგეთ პროფესორისგან, რომ თვითონ კმაყოფილია. როცა ქირურგი კმაყოფილია ოპერაციით, ეს ნიშნავს, რომ ყველაფერი კარგად არის. ოპერაცია ლაპარასკოპიული მეთოდით დაიწყო და დასრულდა. ყველას გილოცავთ, ყველაფერი კარგად არის. ჯერ იქნება ინტენსიურ თერაპიაში”, – აღნიშნა შარტავამ „რუსთავი 2“-თან საუბარში.
 
პატრიარქს ბერლინის კლინიკაში ოპერაცია რამდენიმე საათის წინ ჩაუტარდა. 
 
 ფოტოზე:  პატრიარქი  თავის ძმისშვილთან მიტროპოლიტ დიმიტრისთან ერთად ოპერაციის შემდეგ 
 

სიახლეები

ზუგდიდში მუნიციპალური ტრანსპორტის საფასური იზრდება

ზუგდიდის საკრებულომ ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ღირებულების 50-60%-ით გაძვირებას. ეს...

EU საქართველოსთან დიალოგს გამართავს, განიხილავენ უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებას – იოზვიაკი

EU 11 ივნისს საქართველოსთან სავიზო დიალოგის გამართვას გეგმავს - ეს არის მნიშვნელოვანი შეხვედრა ვიზალიბერალიზაციის...

საქართველოს ახლანდელი ხელისუფლება პრაგმატულია-ლავროვი

5 ივნისს რუსულ პროპაგანდისტულ მედია "Известия-სთან" ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ქართული...

თბილისში, ბინაში 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს

თბილისში, საცხოვრებელ ბინაში 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილია 30 წელს გადაცილებული ქალი...