პატრიარქის მოწამვლის მცდელობის ოფიციალურ ვერსია და საზოგადოების შეფასებები

0
374
სოციალურ ქსელში ცნობილი და ფართო საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი ადამიანები პატრიარქის მოწამვლის მცდელობის ოფიციალურ ვერსიას განიხილავენ:
 
ელისო კილაძე: ანზორ ჩუბინიძის გერმანიაში ჩასვლის,სოსო ოხანაშვილის დაკითხვის და ციანიდის ამბავი შაბათს ვიცოდი.პირველი ორი დავწერე,მესამე არა.( წყაროს ვენდობოდი,მაგრამ მამა გიორგის უკრაინაში წასვლის ვერსიამ დამაეჭვა )
დამაეჭვა იმ ფაქტმაც,რომ ხუთიოდე დღის წინ არჩილ გამზარდიამ დააანონსა პატრიარქის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებაო.( საინტერესოა რა ინფორმაციაზე დაყრდნობით ) ,ხოლო გუშინ სუსის ექსპერტმა ნ.მჟავანაძემ სუსის სააგენტო"რეპორტიორზე"ნაცები უკვე ახსენა.
ისე არ აღმოჩნდეს, რომ ციანიდის კვალი უკრაინისკენ წავიდეს და დამკვეთად ყოფილი ხელისუფლება დაასახელონ.
ფაქტების ერთობლიობა ამის თქმის საფუძველს მაძლევს.
მერე არ დამიწყოთ,ვანგა ხარო
 
ნიკა გვარამია: ადამიანის ბერლინში მოწამვლა რომ გინდა და თბილისში რომ დაიწყებ საწამლავის ძებნას. თან, ათასობით გადასატანად ლეგალური ლეტალური ნივთიერებიდან (საავადმყოფოს დირექტორი რომ ხარ და სეიფში გიწყვია) მაინცდამაინც ბრუნვიდან ამოღებულ კალიუმ ციანიდს რომ მოინდომებ.
ჯეიმს ბონდის სცენარიდანაა, აგატა კრისტის რომანიდან თუ 21ე საუკუნის გამოძიებიდან ეს საოცრება?
ps არ დაგვავიწყდეს: კალიუმ ციანიდი ბოლოს მაინც მოიპოვა და გამყიდველს წვრილად მოუყვა, პატრიარქი უნდა მოვწამლო ამით
 
დავით ნებიერიძე: ეს რუსი მაფიოზი გვამებზე გაივლის, რომ ხელში ჩაიგდოს საპატრიარქოს ქონება
შეიძლება ბევრი კრიტიკოსი გამომიჩნდეს. ზოგმა ანათემაზეც გადამცეს. მაგრამ, სიტყვის თავისუფლებიდან გამომდინარე ვისარგებლებ ამ უფლებით და გიორგი მამალაძის დაკავებასთან გამომდინარე ჩემს ვარაუდს გამოვთქვავ:
ეს სასულიერო პირი ეკლესიის ქონებას განაგებს. ვინმეს თუ წარმოგიდგენიათ რამხელა ქონებაზეა საუბარი? თუ ვინმემ არ იცით(მეც არ ვიცი ზუსტად), მაშინ გეტყვით, რომ ბიძინა ივანიშვილის ქონება სასაცილოდ მოგეჩვენებათ. ის ფაქტი, რომ ეს სასულიერო პირი გერმანიაში მიემგზავრებოდა, იქ სამკურნალოდ მყოფ პატრიარქთან(შეეცადეთ კომპლექსურად იაზროვნოთ), ცალსახად ნიშნავს, რომ პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა უაღრესად მძიმეა.
 
ძალიან დიდი მაფიოზური საქმე გვაქვს სახეზე, რომლის მთავარი მოქმედი პირი კვლავ ბიძინა ივანიშვილი აღმოჩნდება. რომელიც ხელისუფლების გადანაწილების მიღმა იმ უდიდესი ქონების ხელში ჩაგდებას შეეცდება, რომელიც ეკლესიის განკარგულებაში იყო, მაგრამ ასე საჯაროდ არ ჩანდა და ეს მერწმუნეთ უზარმაზარი ქონებაა. ძალიან დიდ სიმდიდრეზეა ლაპარაკი და ეს რუსი მაფიოზი გვამებზე გაივლის და ბოლომდე შეეცდება ხელში ჩაიგდოს ეს უზარმაზარი ქონება. 
ყველაფერი ჟანრის შესაბამისად მიდის.''
 
რუსუდან ოსტროვსკაია: ,,თუ გავითვალისწინებთ იმას, თუ რა თანამდებობა ეკავა გიორგი მამალაძეს საპატრიარქოში და რამდენ ინფორმაციას ფლობდა, არაა ძნელი მისახვედრი, ვის დასჭირდა მისი თავიდან მოშორება ამ გზით. მალე ყველაფერი გამოჩნდება…''
 
ჯაბა ღლონტი: ,,ტემპერატურა ნელა, მაგრამ მაინც მატულობს!!!
ხელისუფლებამ საკუთარ მოსახლეობას ომი გამოუცხადა! ძნელი არ არის მიხვდე, რისი მიღწევა სურს ოლიგარქს.
მშიერი,შეშინებული, სტრესში მყოფი საზოგადობა მისთვის ადვილი სამართავი გონია.
ცდებით ბატონო ბიძინა,გეტყობათ რომ რუსული დირექტივებით მუშაობთ.რუსი როგორც ყოველთვის ბოლომდე ვერ თვლის მოსალოდნელ საფრთხეს.მას ბევრჯერ უმტყუნა გათვლამ. 200 წელზე მეტია საქართველოს ოკუპაციას ახდენს და ბოლომდე ვერასდროს დააჩოქა ქართველი ერი!
ასეა ეხლაც…მიუხედავად შიგა დაპირისპირებისა, როცა დადგება ჟამი განკითხვისა, თქვენ, ბატონო ბიძინა, თქვენი გარემოცვაც მიგატოვებთ.თქვენ ხომ ირგვლივ მოღალატეები გახვევიათ.
არავინ თქვენ არ ჩაგყვებათ საფლავში…ამიტომ, კიდევ გაქვთ დრო დაშალოთ მთავრობა და საფრთხობელად ქცეული უმრავლესობა!
მშვიდობიანად დათმოთ ხელისუფლება და გაუყვეთ თქვენს გზას!
დაიჯერეთ…გამწარებული ხალხი, რომელიც არ ვიცი რატომ, მაგრამ 5- წელია ითმენს, იხუვლებს ერთ მშვენიერ დღეს და მას ვერავინ ვეღარ შეაჩერებს!
საკუთარ ხალხთან გამარჯვება არავის უზეიმია!''
 
 
წინა სტატია“მშენებლობისას დაფიქსირებული 30-მდე ხარვეზის დიდი ნაწილი უკვე გამოსწორებულია”- ვალერი კვარაცხელიამ ზუგდიდში c ჰეპატიტის სკრინინგ-ცენტრი დაათვალიერა
შემდეგი სტატია„სმარტი” სავაჭრო ობიექტებს ხურავს და ოპერირებას „კარფური” იწყებს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური