ნანუკა ჟორჟოლიანი: ,, ეს კასრების საქმე არ გეგონოთ. ამ საქმეზე მეტი კითხვა იქნება, მეტი ადამიანისგან”

0
354
 ,, დეკანოზ გიორგი მამალაძეს სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერება – „ნატრიუმის ციანიდი“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაკავების დროს, ბარგის ჩხრეკისას აღმოაჩნდა.იარაღი აღმოჩნდა მისი სახლის ჩხრეკისას'' – ეს  ინფორმაცია  მთავარ პროკურატურაში ჩატარებულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.
ჟურნალისტი ნანაუკა ჯორჯოლიანი პროკურატირის ამ განცხადებას თავის ფეისბუქგვერდზე სკეპტიკური სტატუსით ეხმიანება  
,,მამაოს რომ იარაღი აღმოაჩნდა სახლში არ გამკვირვებია.რამდენიმეს რიტორიკას თუ დავაკვირდებით, სახეზეც თუ შევხედავთ, ჩხრეკის გარეშე მივხვდებით რომ მინიმუმ ცივი იარაღი სახეზეა. მაგრამ ციანიდის ამბავი ცოტა უცნაურია.
ვერ გავიგე, ეს ციანიდი ამხელა გზაზე რატომ უნდა ეტარებინა მამაოს..
საზღვარი, 
შემოწმება, 
მეტი რისკი… 
ანუ, იმ სასულიერო პირს საქართველოში ვერ ნახავდა, ვისთვისაც მიჰქონდა?
და იმედია მამაოს, რომელიც ციანიდით დააკავეს საპროცესო არ გაუფორმდება, სასურველი ჩვენების მისაღებად. პატრიარქს ეხება საქმე. ეს კასრების თემა არ გეგონოთ. პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გამავრცელებლები გარეთ რომ არიან დღეს. ამ საქმეზე მეტი კითხვა იქნება, მეტი ადამიანისგან.
P.s. მადლობა რუსთავი 2-ს. რომელმაც გახეთქა ეს ამბავი. რომ არა ნოდარ მელაძე და გიორგიგაბუნია,  ვერაფერს გავიგებდით.'' – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.
წინა სტატიამასწავლებლებისთვის ზოგადპროფესიული უნარების კურსის მეორე მოდულის მიხედვით გადამზადება დაიწყო.
შემდეგი სტატია“მშენებლობისას დაფიქსირებული 30-მდე ხარვეზის დიდი ნაწილი უკვე გამოსწორებულია”- ვალერი კვარაცხელიამ ზუგდიდში c ჰეპატიტის სკრინინგ-ცენტრი დაათვალიერა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური