მთავარისიახლეებისაზოგადოებამასწავლებლებისთვის ზოგადპროფესიული უნარების კურსის მეორე მოდულის მიხედვით გადამზადება დაიწყო.

მასწავლებლებისთვის ზოგადპროფესიული უნარების კურსის მეორე მოდულის მიხედვით გადამზადება დაიწყო.

Published on

„ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს“ მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის ფარგლებში, რომელსაც სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ახორციელებს, მასწავლებლებისთვის ზოგადპროფესიული უნარების კურსის მეორე მოდულის მიხედვით მასწავლებელთა გადამზადება დაიწყო.   ზოგადპროფესიული უნარების კურსის მეორე მოდული – „მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემო –  სწავლებისა და შეფასების სტრატეგიები"  თებერვლის თვეში ჩატარდება და მასში საქართველოს მასშტაბით 9200 მასწავლებელი ჩაერთვება. მათ შორის, სამეგრელოს რეგიონიდან 1000-მდე მასწავლებელი. ტრენინგები 20-ზე მეტ ქალაქში მდებარე პროექტის პარტნიორ სკოლებში გაიმართება.    ამჟამად, ზუგდიდის სკოლების 300-მდე მასწავლებელი გადის აღნიშნული გადამზადების კურსს.ტრენინგმოდული ადგილობრივი და საერთაშორისო კონსულტანტების მიერ მასწავლებელთა საჭიროებაზე დაფუძნებით შემუშავდა.     აღნიშნული ტრენინგში VII-XII კლასების მათემატიკის, ქიმიის, ფიზიკის, ბიოლოგიის, გეოგრაფიისა და ინგლისურის ენის ის მასწავლებლები ჩაერთვებიან, რომელთაც უკვე გაიარეს ტრენინგი ზოგადპროფესიული უნარების კურსის პირველი მოდულის მიხედვით 2017 წლის ოქტომბერ-ნოემბერში.  ტრენინგი მონაწილეებს სასწავლო მიზნების სწორად განსაზღვრასა და ფორმულირებაში, სწავლა-სწავლების პროცესის ეფექტურად დაგეგმვაში და სხვადასხვა სახის განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტებისა და სტრატეგიების გამოყენებაში დაეხმარება. 

სიახლეები

შსს ადასტურებს, შაბათის ეთერის ანონსში გასული კადრები ნამდვილობას და განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, ტვ პირველის შაბათის ეთერში გასული, მოქალაქეების წამების ამსახველი კადრების ნამდვილობა....

13 ივნისის ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა

3 ივნისის ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა - მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარმა სტიქიამ 21 ადამიანის...

ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას-პირველი არხის ეთერში დაცემული ბავშვის დედა

"ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას, ასეთი რეაქცია მქონდა. უყურებ როგორ არ ეხმარებიან შენ შვილს, როცა...

EU-ს მაღალჩინოსანმა საქართველოსთან სავიზო დიალოგს “საკმაოდ უნაყოფო” უწოდა-იოზვიაკი

რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს ხელმძღვანელის, რიკად იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკომისიის მაღალჩინოსანმა ქართულ მხარესთან გამართულ სავიზო...