მთავარისიახლეებიპოლიტიკაგამოვიდეს ნარმანია და გვითხრას - აღარ შემიძლია, მაძალებს ივანიშვილი...

გამოვიდეს ნარმანია და გვითხრას – აღარ შემიძლია, მაძალებს ივანიშვილი და სისულელეს სისულელეზე მაკეთებინებს“- აცხადებს ნიკა მელია

Published on

თბილისის მერიასთან „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებსა და მერიის უსაფრთხოების სამსახურის წევრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება და ფიზიკური შეხლა-შემოხლა ამ წუთებშიც გრძელდება.  ახლახან აქ საპატრულო პოლიციის დამატებითი ეკიპაჟების მობილიზება მოხდა. სამართალდამცავებმა მერიის ირგვლივ კორდონი გააკეთეს. 
„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები და საკოორდინაციო საბჭოს სხვა წევრები თბილისის მერთან შეხვედრას ითხოვენ, ისინი სწორედ  მერის პასუხისმგებლობის საკითხს აყენებენ და თბილისისთვის იმ მრავალმილიონიანი ქონების დაბრუნებას მოითხოვენ, რომელიც 24 დეკემბერს მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ოჯახს გადაეცა. 
„დედაქალაქის ხელმძღვანელობამ ფაქტიურად ქრთამი გადაუხადა მოსამართლის   ოჯახს,  გამოვიდეს ნარმანია   და გვითხრას, რომ აღარ შემიძლია, მაძალებს ივანიშვილი და სისულელეს სისულელეზე მაკეთებინებს,“- განაცხადა ნიკა მელიამ.
„მერია უნდა ემსახურებოდეს ხალხს და არა იმ მოსამართლეებს, რომელთაც შეუძლიათ თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ გადაწყვეტილების მიღება,“- განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.
საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარის, ბაჩუკი ქარდავას განცხადებით, დედაქალაქის მერმა პასუხი უნდა გასცეს კითხვას, თუ ვისგან ჰქონდა დავალება მიღებული, რადგან მისი განცხადებით, აქ დანაშაული იკვეთება.
„სახეზე გვაქვს დანაშაულებათა  მთელი კასკადი, ზეწოლა მედიასაშუალებაზე, ზეწოლა სასამართლოზე, გაფლანგვა მერიის ქონების,“- განაცხადა პოლიტიკური გაერთიანების სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისათვის თავმჯდომარემ, ზურაბ ხარატიშვილმა.

 
 

სიახლეები

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო - საქმე სამეწარმეო...

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია 445 ხმით 37-ის წინააღმდეგ მიიღო. რეზოლუცია ქართული ოცნების მიერ...

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა - განცხადებას უწყება...

პროპაგანდისტულმა „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ 2025 წელი ჯამში, 75.97 მილიონი ლარის ზარალით დაასრულეს

"2025 წელი პროსამთავრობო ტელეკომპანიებმა: „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ ჯამში, 75.97 მილიონი ლარის...