მთავარისიახლეებისაზოგადოებამოსწავლეები ახალ სახელმძღვანელოებს წელს ვეღარ მიიღებენ

მოსწავლეები ახალ სახელმძღვანელოებს წელს ვეღარ მიიღებენ

Published on

განათლების მინისტრის განცხადებით, მოსწავლეები ახალ სახელმძღვანელოებს წელს ვეღარ მიიღებენ. 
პირველიდან მეშვიდე კლასამდე სახელმძღვანელოები, რომელიც წელს უნდა შეცვლილიყო, სავარაუდოდ აღარ დაიბეჭდება. – ამის შესახებ ალექსანდრე ჯეჯელავამ  ,,ნიუპოსტთან'' საუბრისას განაცხადა, 
სამინისტრო სახელმძღვანელობის გამოშვებას ერთი წლის გადავადებით ფიქრობს, რადგან კონსულტაციის შედეგად, გაირკვა რომ მომდევნო სასწავლო წლამდე სახელმძღვანელოების ნაწილის გამოცემა ვერ მოესწრება.
როგორც ჯეჯელავა განმარტავს, 2017 წლის სექტემბრისთვის წიგნების შედგენა მოხდება, თუმცა მასზე მუშაობა ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდება, ახალ წიგნებს მოსწავლეები 2018-2019 სასწავლო წლისთვის მიიღებენ.
 
ამასთან ჯეჯელავა განმარტავს, რომ სახელმძღვანელოებში გათვალისწინებული იქნება ისეთი საკითხები, როგორიცაა გენდერი, დემოკრატიული ღირებულებები, გარემოს დაცვის საკითხები.

სიახლეები

შსს ადასტურებს, შაბათის ეთერის ანონსში გასული კადრები ნამდვილობას და განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, ტვ პირველის შაბათის ეთერში გასული, მოქალაქეების წამების ამსახველი კადრების ნამდვილობა....

13 ივნისის ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა

3 ივნისის ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა - მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარმა სტიქიამ 21 ადამიანის...

ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას-პირველი არხის ეთერში დაცემული ბავშვის დედა

"ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას, ასეთი რეაქცია მქონდა. უყურებ როგორ არ ეხმარებიან შენ შვილს, როცა...

EU-ს მაღალჩინოსანმა საქართველოსთან სავიზო დიალოგს “საკმაოდ უნაყოფო” უწოდა-იოზვიაკი

რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს ხელმძღვანელის, რიკად იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკომისიის მაღალჩინოსანმა ქართულ მხარესთან გამართულ სავიზო...