ბრძოლა სიტყვის თავისუფლების დასაცავად – 8 პოლიტიკური პარტია დღეს ქუჩაში გააპროტესტებს რუსთავი 2-ზე ხელისუფლების ზეწოლას და მის გარშემო მიმდინარე პროცესებს. მსვლელობა მეტრო რუსთაველი-დან 2 საათისთვის დაიწყება და უზენაეს სასამართლოსთან დასრულდება. ამ წუთებში უკვე დაიწყეს შეკრება რუსთავი 2-ის მხარდამჭერებმა. 8 პოლიტიკური პარტიისგან შემდგარი საკოორდინაციო საბჭო, რომელიც მოძრაობა ახალი ერთობა საქართველოსთვის ინიციატივით შეიქმნა, პერმანენტული აქციების გამართვასაც გეგმავს იმ შემთხვევაში, თუ უზენაესმა სასმართლომ არაობიექტური გადაწყვეტილება გამოიტანა.საკოორდინაციო საბჭოს შექმნის ინიციატივით პოლიტიკურ სუბიექტებს მოძრაობამ ახალი ერთობა საქართველოსთვის მიმართა. მოძრაობის წევრებს მიაჩნიათ, რომ ხელსუფლება რუსთავი 2-ზე ზეწოლას მიზანმიმართულად ახორციელებს. მათი შეფასებით, საქართველოში სიტყვის თავისუფლება საფრთხეშია.
სიახლეები
საზოგადოება
ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო
ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო - საქმე სამეწარმეო...
საზოგადოება
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია 445 ხმით 37-ის წინააღმდეგ მიიღო.
რეზოლუცია ქართული ოცნების მიერ...
საზოგადოება
სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა
სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა - განცხადებას უწყება...
სიახლეები
პროპაგანდისტულმა „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ 2025 წელი ჯამში, 75.97 მილიონი ლარის ზარალით დაასრულეს
"2025 წელი პროსამთავრობო ტელეკომპანიებმა: „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ ჯამში, 75.97 მილიონი ლარის...