მთავარისიახლეებიპოლიტიკარა მოხდა პარლამენტში - ბანერთან დაკავშირებით დეპუტატთა დაპირისპირების დეტალები

რა მოხდა პარლამენტში – ბანერთან დაკავშირებით დეპუტატთა დაპირისპირების დეტალები

Published on

საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებმა დღეს პარლამენტში,  პლენარულ სხდომათა დარბაზში თავისუფალი მედიის  მხარდამჭერი  ბანერის ”არა მედიაზე შტურმს”  გაკვრა სცადეს, მაგრამ მანდატურებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს, რასაც დეპუტატებს შორის ჩხუბი მოყვა.  
 
დეპუტატ ელენე ხოშტარიას თქმით, ბანერის გაკვრა  არის პროტესტის ერთგვარი ფორმა და გამოხატავს სოლიდარობას ყველა იმ ადამიანისადმი, ვინც მედიაში მიმდინარე პროცესებს უპირისპირდება. 
 
,,გამოხატვის ასეთი ფორმები ხელს უწყობს კონფრონტაციული გარემოს ჩამოყალიბებას, ჩემი პირადი პოზიციაა, გამოხატვის ასეთი ფორმები, რაც შეიძლება ნაკლებად გამოვიყენო-   – ასე გამოეხმაურა ბანერის გაკვრის მცდელობას  პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე  – იყო თხოვნა, ჩავრეულიყავი და არ მიმეცა უმცირესობისთვის ტრანსფარანტის გამოფენის შესაძლებლობა, მაგრამ . რეგლამენტის თანახმად, არა მაქვს უფლება გამოხატვის ასეთი ფორმები შევზღუდო. მხოლოდ ერთ კომენტარს გავაკეთებ, რომ სამწუხაროდ, გამოხატვის ასეთი ფორმები ხელს უწყობს კონფრონტაციული გარემოს ჩამოყალიბებას, გაღმავებას. ეს არის რეალობა, რომელსაც ვხედავ. მე ასეთ პრაქტიკას არ მივესალმებოდი. ასეთი რამ შეიძლება განმეორდეს სხვადასხვა პოლიტიკური ძალის მხრიდან, სხვადასხვა ტიპის ტრანსფარანტები შეიძლება ვიხილოთ და ასე შემდეგ. ჩემი პირადი პოზიციაა, გამოხატვის ასეთი ფორმები, რაც შეიძლება ნაკლებად გამოვიყენოთ ერთი თუ მეორე მხრიდან” – განაცხადა კობახიძემ. 
 

სიახლეები

ზუგდიდში მუნიციპალური ტრანსპორტის საფასური იზრდება

ზუგდიდის საკრებულომ ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ღირებულების 50-60%-ით გაძვირებას. ეს...

EU საქართველოსთან დიალოგს გამართავს, განიხილავენ უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებას – იოზვიაკი

EU 11 ივნისს საქართველოსთან სავიზო დიალოგის გამართვას გეგმავს - ეს არის მნიშვნელოვანი შეხვედრა ვიზალიბერალიზაციის...

საქართველოს ახლანდელი ხელისუფლება პრაგმატულია-ლავროვი

5 ივნისს რუსულ პროპაგანდისტულ მედია "Известия-სთან" ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ქართული...

თბილისში, ბინაში 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს

თბილისში, საცხოვრებელ ბინაში 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილია 30 წელს გადაცილებული ქალი...