მთავარისიახლეებისაზოგადოებაIDFI: "2008 წლიდან გაცემული პრემიების 50% დევნილების სახლებისთვის საკმარისი იქნებოდა"

IDFI: “2008 წლიდან გაცემული პრემიების 50% დევნილების სახლებისთვის საკმარისი იქნებოდა”

Published on

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აცხადებს, რომ პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელი იქნებოდა ყველა დევნილი ოჯახისთვის ბინის გადაცემა.ორგანიზაციის ინფორმაციით, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ სახელმწიფო ბიუჯეტიდან პრემიებისა და დანამატების სახით გაცემულია გაცილებით მეტი თანხა, ვიდრე საჭიროა დევნილების საცხოვრისით უზრუნველსაყოფად (1,5 მილიარდი ლარი). "2011 წლიდან 2016 წლის პირველი 8 თვის ჩათვლით ბიუჯეტიდან მხოლოდ საშტატო თანამშრომლებზე პრემიისა და დანამატის სახით გაცემულია 1 735 331,710 ლარი. სამწუხაროდ, 2011 წლამდე მსგავსი მონაცემები ინსტიტუტისთვის უცნობია, თუმცა არსებული ტენდენციების გათვალისწინებით, 2008 წლიდან მხოლოდ პრემია/დანამატებზე 50 პროცენტიანი ეკონომიისა და დაზოგილი თანხების დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფისთვის მიმართვის პირობებში, დღეის მდგომარეობით ყველა დევნილი ოჯახი საქართველოში უკვე უზრუნველყოფილი იქნებოდა მუდმივი საცხოვრებლით".IDFI-ის ცნობით, დევნილთა და განსახლების სამინისტროს გათვლებით, დევნილების მუდმივი საცხოვრისით უზრუნველსაყოფად დაახლოებით 1,5 მილიარდი ლარია საჭირო. ხოლო იმ პოლიტიკით, რომელსაც სამინისტრო აწარმოებს, სახელმწიფოს დასჭირდება დაახლოებით 20 წელი ყველა დევნილი ოჯახის საცხოვრისით დაკმაყოფილებისთვის.ინსტიტუტის ცნობით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილმა ოჯახებმა საცხოვრებელი დაკარგეს შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად. შესაბამისად, საქართველოს ყველა ხელისუფლება ვალდებული იყო სოციალური პოლიტიკის უმთავრეს პრიორიტეტად განესაზღვრათ დევნილების მუდმივი საცხოვრებლით დროული უზრუნველყოფა. ამასთან სახელმწიფო ვალდებული იყო არსებულ საერთაშორისო დახმარებასთან ერთად, სახელმწიფო სახსრების გამოთავისუფლებით მნიშვნელოვნად დაეჩქარებინა დევნილი ოჯახებისათვის შესაბამისი დახმარების გაწევის პროცესი.

 

 

 

 

 

სიახლეები

თუ ჩახუნაშვილი აღიარებს დანაშაულს, შეგვიძლია, იმ დღესვე გავათავისუფლოთ-გვარაკიძე

ყველა იმ ბრალდებულ პირთან, რომლებმაც აღიარეს და მოინანიეს დანაშაული, გაფორმდა საპროცესო შეთანხმება. რაც შეეხება...

ფსიქო ტროპული წალმების უკანონო ვაჭრობის საქმეზე 17 პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გახსნეს საქმე, რომელიც შეეხება 53 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების...

თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრადებული კიდევ 4 პირი ცნო დამნაშავედ

თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრალდებული კიდევ 4 პირი ცნო დამნაშავედ. განაჩენი მოსამართლე...

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ კიდევ 12 პირს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე ბრალდებულ 12 პირს, სიმონ მახარაძეს, კახაბერ კვაჭანტირაძეს, გია თოლორაიას, მიხეილ...