მთავარისიახლეებიკონფლიქტები,, დევნილთა მინისტრი თქვენთან არ ჩამოვა და არც კომისია გადაამოწმებს საცხოვრებელი...

,, დევნილთა მინისტრი თქვენთან არ ჩამოვა და არც კომისია გადაამოწმებს საცხოვრებელი ფართის მისაღებად თქვენთვის მინიჭებულ ქულებს.” – ადა მარშანიას მწარე სიმართლე

Published on

,, დევნილთა მინისტრი თქვენთან  არ ჩამოვა და არც კომისია გადაამოწმებს საცხოვრებელი ფართის მისაღებად თქვენთვის  მინიჭებულ ქულებს.'' –  ასეთი იყო მწარე სიმართლე, რომელიც დღეს ზუგდიდში ჩამოსულმა ადა მარშანიამ უთხრა  ადამიანებს, რომელნიც ათ დღეზე მეტია  უშედეგოდ აპროტესტებენ  ხელისუფლების არაობიქეტურობას  დევნილთა განსახლების საქმეში.  
 
პატრიოტთა ალიანსის წევრმა და პარლამენტარმა  ზუგდიდში მოშიმშილე დევნილები მოინახულა და შიმშილობის შეწყვეტა ურჩია. 
 
"დევნილთა სამინისტრო დევნილთა მტრად იქცა. დღეს კიდე ერთხელ დავრწმუნდი ამასი. აქგანსაკუთრებით ცუდი ვითარება დამხვდა , კეთილი ინებოს სამინისტრომ და იღონოს რამე. მე ჩემი მხრიდან აგრესიულობასაც არ მოვერიდები – გააცხადა დეპუტატმა მედიათან აუბარში.
 
დევნილები არ აპირებენ ყურად იღონ დეპუტატის რჩევა და აცხადებენ, რომ ამბობენ, რომ  შიმშილობას არ შეწყვეტენ, სანამ თავისას არ მიაღწევენ. 
 
ცნობისთვის, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული რამდენიმე ადამიანი ყოფილი რაიონული სააავადმყოფოს შენობის ეზოში გაშლილ  კარავში შიმშილობს. ისინი ამ  შენობაში არსებულ გაუსაძლის პირობებს უჩივიან .მათთვის მინიჭებული ქულების გადამოწმებას და საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფას ითხოვენ. 
 

სიახლეები

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...

41 ნაბიჯი რუსეთისკენ-TI-ის კვლევა

"41 ნაბიჯი რუსეთისკენ - „ოცნების“ ანტიევროპული კურსის ერთი წელი" - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...

ადენაუერის ფონდმა თბილისის ოფისი დახურა

კონრად ადენაუერის ფონდი წერს, რომ იძულებულია, თბილისის ოფისი დახუროს. მათი განცხადებით, თბილისში წარმომადგენლობის დახურვა...