მთავარისიახლეებიპოლიტიკა8 პოლიტიკური პარტია დღეს ქუჩაში გააპროტესტებს რუსთავი 2-ზე ხელისუფლების ზეწოლას და მის...

8 პოლიტიკური პარტია დღეს ქუჩაში გააპროტესტებს რუსთავი 2-ზე ხელისუფლების ზეწოლას და მის გარშემო მიმდინარე პროცესებს.

Published on

2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობია არჩევნებში მონაწილეობას და მერობისთვის ბრძოლას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი აპირებს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ზვიად სიჭინავას ჯერ არ მიუღია. „„ეს ჩემზე არ არის დამოკიდებული, ზუგდიდელი ელექტორატის გადასაწყვეტია. მე ყოველდღიურად ვეცნობი ქალაქში არსებულ ვითარებას და ვსწავლობ მას. ვფიქრობ, რა არის გასაკეთებელი და შეიძლება გაკეთდეს, ბევრი კარგი რამის გაკეთება მინდა ჩემი ქალაქისთვის, მერი უნდა იყოს მენეჯერი. მან უნდა მართოს ქალაქის ინფრასტრუქტურა, სოციალური საკითხები და ასე შემდეგ. ვიცი, რომ ირაკლი გოგოხია ბევრს აკეთებს ქალაქისთვის, თუმცა მოწინააღმდეგებიც ჰყავს“, -აცხადებს სიჭინავა და სწორედ იმიტომ, ბრძოლა სიტყვის თავისუფლების დასაცავად – 8 პოლიტიკური პარტია დღეს ქუჩაში გააპროტესტებს რუსთავი 2-ზე ხელისუფლების ზეწოლას და მის გარშემო მიმდინარე პროცესებს.  მსვლელობა რუსთაველის მეტროდან 2 საათისთვის დაიწყება და უზენაეს სასამართლოსთან დასრულდება.„ეს უნდა იყოს ფართო ჰორიზონტალური ფრონტი ამ რეჟიმის წინააღმდეგ,“- აცხადებს ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ზაზა ბიბილაშვილი.8 პოლიტიკური პარტიისგან შემდგარი საკოორდინაციო საბჭო, რომელიც მოძრაობა ახალი ერთობა საქართველოსთვის ინიციატივით შეიქმნა, პერმანენტული აქციების გამართვასაც გეგმავს იმ შემთხვევაში, თუ უზენაესმა სასმართლომ არაობიექტური გადაწყვეტილება გამოიტანა.საკოორდინაციო საბჭოს შექმნის ინიციატივით პოლიტიკურ სუბიექტებს მოძრაობამ ახალი ერთობა საქართველოსთვის მიმართა. მოძრაობის წევრებს მიაჩნიათ, რომ ხელსუფლება რუსთავი 2-ზე ზეწოლას მიზანმიმართულად ახორციელებს. მათი შეფასებით, საქართველოში სიტყვის თავისუფლება საფრთხეშია.„თუ არ იქნება თავისუფალი სიტყვა, არ გვექნება სახელმწიფო,“- განაცხადა საზოგადოებრივი მოძრაობა ახალი ერთობა საქართველოსთვის დამფუძნებელმა, მამუკა გამყრელიძემ. 

სიახლეები

მოსახლეობის უმრავლესობა მიიჩნევს, რომ პოლიტიკურ კრიზისზე პასუხისმგებელი ოცნებაა – ISSA

სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის (ISSA) ახალი კვლევის მიხედვით, საქართველოში პოლიტიკური კრიზისის არსებობას არსებობას...

ძალიან მძიმე ტრავმები აქვს, შოკისმომგვრელი ამბავი იყო ყველასთვის – სარჯველაძე რიჟვაძეზე

პირველ საუნივერსიტეტო კლინიაკში, სადაც აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძეა გადაყავანილი ივანიშვილის ჯანდაცვის მინისტრი,...

„ლელოს” ეს გადაწყვეტილება არის იმ ბრძოლის ღალატი, რა ბრძოლაშიც საქართველოს მოქალაქეები არიან რეჟიმის წინააღმდეგ-წითლიძე

„ლელოს“ ეს გადაწყვეტილება არის ღალატი პოლიტიკური პატიმრების, საქართველოს თითოეული მოქალაქის და ღალატი ყველა იმ...

რუსეთმა ოდესას დრონებით დაარტყა – არის მსხვერპლი

რუსეთის არმიამ 7 ივლისის ღამეს დრონებით დაარტყა ოდესას, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა. ოდესის საოლქო...