მთავარისიახლეებიპოლიტიკასალომე სამადაშვილი: ხელისუფლება ცდილობს სრულ კონტროლქვეშ ჰქონდეს მოსმენებისთვის განკუთვნილი...

სალომე სამადაშვილი: ხელისუფლება ცდილობს სრულ კონტროლქვეშ ჰქონდეს მოსმენებისთვის განკუთვნილი გასაღები და აპარატურა

Published on

 ხვალ პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში ე.წ. მოსმენების კანონში შესატან ცვლილებებზე იმსჯელებენ, ამის შემდეგ  კანონპროექტი ხვალ გავა  სესიაზე პირველი მოსმენით განხილვისათვის.
 
პარლამენტის ოპოზიცური პარტიებისთვის მიუღებელია ხელისუფლების მიერ შემოთავაზებული მოსმენების კანონში შესატანი ცვლილებების პაკეტი . ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ მასში არ არის გათვალისწინებული  საკონსტიტუციო სასამართლოს რეკომენდაციები. 
სალომე სამადაშვილის აზრით, ხელისუფლება ცდილობს მაქსიმალურად კონტროლის ქვეშ ჰქონდეს გასაღები და აპარატურა, რომელიც მოსმენებისთვის არის განკუთვნილი.
 
მოძრაობა თავისუფლებისთვის – ევროპული საქართველოს წევრები აცხადებენ, რომ ე.წ. მოსმენების კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, ფარული მიყურადების გასაღები პირდაპირ ბიძინა ივანიშვილის ხელში აღმოჩნდება.
„რაც გვაქვს წარმოდგენილი მოსმენებთან დაკავშირებით, იგივეა, რაც დავუკანონოთ ბიძინა ივანიშვილს და მის დაქვემდებარებულ პირად სტრუქტურებს, ჩვენი მოსმენის კანონიერება. იგივეა, რაც პრაქტიკულად, უკაცრავად ტერმინისთვის, გავუპრავოთ ის, რასაც ისინი დღეს აკეთებენ,“ – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
 

სიახლეები

ზუგდიდში მუნიციპალური ტრანსპორტის საფასური იზრდება

ზუგდიდის საკრებულომ ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ღირებულების 50-60%-ით გაძვირებას. ეს...

EU საქართველოსთან დიალოგს გამართავს, განიხილავენ უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებას – იოზვიაკი

EU 11 ივნისს საქართველოსთან სავიზო დიალოგის გამართვას გეგმავს - ეს არის მნიშვნელოვანი შეხვედრა ვიზალიბერალიზაციის...

საქართველოს ახლანდელი ხელისუფლება პრაგმატულია-ლავროვი

5 ივნისს რუსულ პროპაგანდისტულ მედია "Известия-სთან" ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ქართული...

თბილისში, ბინაში 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს

თბილისში, საცხოვრებელ ბინაში 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილია 30 წელს გადაცილებული ქალი...