მთავარისიახლეებისაზოგადოებამიშა ქირია: ვინ იცის, არასწორი დიაგნოზის გამო რამდენი ადამიანი შეეწირა ფულზე...

მიშა ქირია: ვინ იცის, არასწორი დიაგნოზის გამო რამდენი ადამიანი შეეწირა ფულზე ,,ნასწავლი” ექიმების არაპროფესიონალიზმს…

Published on

 უცხოეთში მოღვაწე საოპერო მომღერალი მიშა ქირია სოციალურ ქსელში ექიმების დაუდევრობასთან თუ არაკვალიფიციურობასთან დაკავშირებულ ამბებზე  წერს: 
 
 „ჩემს ერთ-ერთ ახლობელს, საქართველოში სიმსივნის დიაგნოზი დაუდგინეს, 5 ქიმიოთერაპიის კურსი გაიარა, ამის შემდეგ თურქეთში გადააფრინეს და თურქმა ექიმებმა არავითარი სიმსივნე, მხოლოდ ინფექცია გაქვთო…
რამდნიმე თვის წინ ჩემმა თანუნამ მიიღო მეილზე ძალიან ცუდი ანალიზის პასუხები, შეშლიათ კლინიკაში და 83 წლის ქალბატონის ანალიზები გამოუგზავნიათ…
 
სანამ გაარკვევდა, მიხვდებით ალბათ, რა გადაიტანა.
 
ვინ იცის, არასწორი დიაგნიზის გამო რამდენი ადამიანი შეეწირა არაპროფესიონალიზმს…
 
32 წლის გოგოს, სიმსივნის დიაგნოზით საშვილოსნოს აჭრიდნენ, ქმარი გაგიჟდა და ვენაში გადააფრინა, ზუსტად 80 ევრო დაუჯდა იქ მკურნალობა. არავითარი სიმსივნე.  2011 წელს ვენის აეროპორტში გავიცანი და იქ მოგვიყვა, შვილი არ გვყავს და გვღუპავდნენო.
 
ეს იმის შედეგია, რომ ფულით ხდებოდა სამედიცინოზე ხალხის მოწყობა.'' – წერს მიშა ქირია.
 

სიახლეები

ზუგდიდში მუნიციპალური ტრანსპორტის საფასური იზრდება

ზუგდიდის საკრებულომ ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ღირებულების 50-60%-ით გაძვირებას. ეს...

EU საქართველოსთან დიალოგს გამართავს, განიხილავენ უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებას – იოზვიაკი

EU 11 ივნისს საქართველოსთან სავიზო დიალოგის გამართვას გეგმავს - ეს არის მნიშვნელოვანი შეხვედრა ვიზალიბერალიზაციის...

საქართველოს ახლანდელი ხელისუფლება პრაგმატულია-ლავროვი

5 ივნისს რუსულ პროპაგანდისტულ მედია "Известия-სთან" ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ქართული...

თბილისში, ბინაში 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს

თბილისში, საცხოვრებელ ბინაში 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილია 30 წელს გადაცილებული ქალი...