მთავარისიახლეებისაზოგადოება„აქ ტექნიკასთან გვაქვს საქმე, რთული სიტუაციაა“- ზუგდიდის ყინულის სახლში ყინული დადნა

„აქ ტექნიკასთან გვაქვს საქმე, რთული სიტუაციაა“- ზუგდიდის ყინულის სახლში ყინული დადნა

Published on

ზუგდიდის ყინულის სახლი, რომელიც 2016 წლის იანვარში, დიდთოვლობის დროს დაზიანდა, ახლაც არ ფუნქციონირებს.ყინულის სახლის სახურავისა და შიდა ინფრატსრუქტურის სრული რეაბილიტაციისთვის ქალაქის მერიამ ბიუჯეტიდან 154 127,97 ლარი გამოყო, სამუშაოები შპს „იუნაიტედ მასტერმა“- გასული წლის 30 აგვისტოს დაიწყო. ქალაქ ზუგდიდის მერიის ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, სამუშაოები ოქტომბრის ბოლოს უნდა დასრულებულიყო და უწყებისვე ინფორმაციით,განახლებული ყინულის მოედანი 2017 წლის იანვარში უნდა გახსნილიყო, თუმცა ამ დრომდე ექსპლუატაციაში არ შესულა. “ოდიშინიუსი“ მერიას დაუკავშირდა.უწყების ინფორმაციით :“ ყინულის სასახლეში სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულებულია. ამჟამად მიმდინარეობს საორგანიზაციო საკითხების მოგვარება,“, თუმცა არ აკონკრეტებენ, თუ როდისთვის იგეგმება ყინულის სახლის გახსნა.„ოდიშინიუსისთვის“ ცნობილი გახდა, რომ გუშინ  სასრიალო ყინული დადნა.“ყინულის მოედანი გახსნილი არ არის, თუმცა, ზოგჯერ ხდება ისე, რომ ვიღებთ ნებართვას და შევდივართ სასრიალოდ, გუშინ ყინულის ზედაპირი წყლით იყო სავსე, გვითხრეს, რომ ყინული დადნა და სრიალი არ შეიძლებოდა“- განუცხადა ოდიშინიუსს წყარომ. ინფორმაციის გადამოწმება რედაქციამ ქალაქ ზუგდიდის მერიის ააიპ-ის სპორტის განვითარების სამსახურთან სცადა, განყოფილების უფროსმა ეს ფაქტი დაადასტურა, თუმცა აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე პრობლემა მოგვარებულია: „ტექნიკასთან არის დაკავშირებული ყველაფერი, გამოირთო კომპრესორი და ამიტომ დადნა, თუმცა ახლა უკვე არ არის ეს პრობლემა. აქ ტექნიკასთან გვაქვს საქმე, რთული სიტუაციაა, ჯერ კიდევ არ არის დამთავრებული სამუშაოები, აგრეგატებია, კომპრესორებია, თვითონ აპარატურაა ისეთი, ძალიან რთული სიტუაციაა, ისე ხომ არ არის ეს, სახლში გაფუჭდება რაღაც აქ კი არა“- განაცხადა ქალაქ ზუგდიდის მერიის ააიპ-ის სპორტის განვითარების დირექტორმა გოჩა ჩიქოვანმა. 

სიახლეები

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო - საქმე სამეწარმეო...

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია 445 ხმით 37-ის წინააღმდეგ მიიღო. რეზოლუცია ქართული ოცნების მიერ...

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა - განცხადებას უწყება...

პროპაგანდისტულმა „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ 2025 წელი ჯამში, 75.97 მილიონი ლარის ზარალით დაასრულეს

"2025 წელი პროსამთავრობო ტელეკომპანიებმა: „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ ჯამში, 75.97 მილიონი ლარის...