სოფელ ცაიშთან მომხდარი ავარიისას მერსედესის მარკის მძღოლი გარდაიცვალა. 35 წლის გიორგი ფიფია, რომელიც მერსედესის მარკის ავტომანქანას მართავდა, სოფელ ცაიშში მდინარე ჯუმის ხიდიდან გადავარდა, შემთხვევა წუხელ მოხდა.მდინარეში გადავარდნილი ავტომობილიდან მძღოლის ამოყვანას სამაშველო სამსახურის თანამშრომლები ერთი საათის განმავლობაში ცდილობდნენ. ის ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ავარიის გამო რამდენიმე საათის განმავლობაში გადაკეტილი იყო ზუგდიდი-სენაკის ცენტრალური ავტომაგისტრალი და მოძრაობა შესაძლებელი იყო შემოვლითი გზით. მორიგე ექიმის განმარტებით, პაციენტი მრავლობითი დაზიანებებით შემოიყვანეს საავადმყოფოში, მას ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაციაც, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.
ცაიშთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
სიახლეები
საზოგადოება
ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო
ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო - საქმე სამეწარმეო...
საზოგადოება
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია 445 ხმით 37-ის წინააღმდეგ მიიღო.
რეზოლუცია ქართული ოცნების მიერ...
საზოგადოება
სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა
სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა - განცხადებას უწყება...
სიახლეები
პროპაგანდისტულმა „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ 2025 წელი ჯამში, 75.97 მილიონი ლარის ზარალით დაასრულეს
"2025 წელი პროსამთავრობო ტელეკომპანიებმა: „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ ჯამში, 75.97 მილიონი ლარის...