მთავარისიახლეებისამხედრო თემათავდაცვის უწყებიდან დათხოვნილი თანამშრომლები არ დაასწრეს ე.წ ოპტიმიზაციის საკითხის განხილვას პარლამენტში

თავდაცვის უწყებიდან დათხოვნილი თანამშრომლები არ დაასწრეს ე.წ ოპტიმიზაციის საკითხის განხილვას პარლამენტში

Published on

 თავდაცვის უწყებიდან გათავისუფლებული თანამშრომლებს, რომლებიც პარლამენტში  ე.წ.  ოპტიმიზაციის საკითხის განხილვაზე დასასწრებად მივიდნენ, პლენარულ სხდომაზე დასწრების საშუალება საშუალება არ მისცეს. მათ ამ დრომდე ვერ მიაღწიეს შეხვედრას თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარესთან ირაკლი სესიაშვილთანაც, რასაც რამდენიმე დღეა მოითხოვენ.  
 
შემცირებებში მოყოლილი ადამიანების განცხადებით, ოპტიმიზაციის ფარგლებში ასობით ადამიანი უკანონოდ, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე გაათავისუფლეს. 
 
 საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი კი, როგორც დღეს  სესიაზე განაცხადა, მიესალმება თავდაცვის უწყებაში მიმდინარე   ოპტიმიზაციას და მიიჩნევს, რომ  ეს მიზანშეწონილი პროცესია და უკვე არის შედეგიც –  დაზოგილია 32 მილიონი ლარი.
 
ოპოზიცია აცხადებს, რომ ოპტიმიზაცია და თანხების დაზოგვა დაუშვებელია იმ ადამიანების ხარჯზე, რომელნიც მრავალი წელია თავდაუზოგავად ემსახურებიან ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის საქმეს, მაგრამ დღეს ერთი ხელის მოსმით უმუშევრები დარჩნენ.  ოპოზიციის განცხადებით, ხელისუფლება მიზანმიმართულად ასუსტებს ქართულ არმიას და ყოვლად გაუმართლებელი დამოკიდებულდება აქვს ზოგადად ქართული ჯარის, ქვეყნის უსაფრთხოების მიმართ. იგი მიზანმიმართულად ამბობს უარს საბიუჯეტო სახსრების დაზოგვის ერთადერთ სწორ გზაზე –  ბიუროკრატიისა და   იმ ზღვარგადასული ფუფუნების შემცირებაზე, რომელშიც დღეს ქართული ოცნება ცხოვრობს.  ოპოზიცია აღნიშნავს აგრეთვე, რომ გათავისუფლებებიპოლიტიკური ნიშნითაც ხდება –  დარწმუნებული ვარ, არცერთ თქვენს ნათესავს, არცერთ აქტივისტს ქართული ოცნებიდან სამუშაო ადგილი არ დაუკარგავს. ,“- განაცხადა დღეს ,,ევროპული საქართველოს'' წევრმა ირმა ნადირაშვილმა პარლამენტში.
 
ამ შენიშვნებს არ იღებს მმართველი პარტია. 
„თხრობა კარგად გამოგდით, მაგრამ თქვენს მოთხრობებში არის არსებითი შეცდომები, ჯერ ერთი, ოპტიმიზაციის შედეგად უმრავლესობა, ვინც სამსახური დატოვა, სამოქალაქო პირები იყვნენ. ეს ოპტიმიზაცია ანალიზის შემდეგ ჩატარდა, აღმოჩენილი იქნა მთელი რიგი დუბლირებული ფუნქციები, ხელოვნურად გაზრდილი შტატები, სამოქალაქო მფრინავები და ბორტტექნიკოსები ყარაულში იყვნენ გაფორმებული –  განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
 
სამსწუხაროდ,  ოპტიმიზაციის შედეგად დაზარალებულთა წარმომადგენლებს მისთვის პასუხის გაცემის შესაძლებლობა არ მიეცათ. 
 
 
 

სიახლეები

შსს ადასტურებს, შაბათის ეთერის ანონსში გასული კადრები ნამდვილობას და განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, ტვ პირველის შაბათის ეთერში გასული, მოქალაქეების წამების ამსახველი კადრების ნამდვილობა....

13 ივნისის ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა

3 ივნისის ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა - მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარმა სტიქიამ 21 ადამიანის...

ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას-პირველი არხის ეთერში დაცემული ბავშვის დედა

"ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას, ასეთი რეაქცია მქონდა. უყურებ როგორ არ ეხმარებიან შენ შვილს, როცა...

EU-ს მაღალჩინოსანმა საქართველოსთან სავიზო დიალოგს “საკმაოდ უნაყოფო” უწოდა-იოზვიაკი

რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს ხელმძღვანელის, რიკად იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკომისიის მაღალჩინოსანმა ქართულ მხარესთან გამართულ სავიზო...