მთავარისიახლეებიპოლიტიკაროგორ დაიცავს მედიას პრეზიდენტი, რომელსაც თავად აქვს დასაცავი თავი მმართველი პარტიის შეტევისაგან

როგორ დაიცავს მედიას პრეზიდენტი, რომელსაც თავად აქვს დასაცავი თავი მმართველი პარტიის შეტევისაგან

Published on

ამ წუთებში პრეზიდენტი "საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭოს წევრებს ხვდება.- ცნობას ამის შესახებ  პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური აქვეყნებს.

 გიორგი მარგველაშვილი და ბორდის წევრები "საზოგადოებრივ მაუწყებელში" განვითარებულ მოვლენებს განიხილავენ. 

სიტუაცია ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის'' ირგვლივ სულ უფრო იძაბება, საზოგადოება და ოპოზიცია ამ სიტუაციას განიხილავს ქვეყანაში მიმდინარე  იმ სხვა პროცესებთან კონტექსტში, რომელიც ფაქტობრივად დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოშლისკენ არის მიმართული –  ფაქტობრივად, უზურპირებულია აღმასრულებელი ხელისუფლება, საკანონმდებლო ხელისუფლება, სასამართლო ხელისუფლების ყველა შტო, და მმართველ პარტიას  ახლა მეოთხე ხელისუფლებაზე მიაქვს ბოლო იერიში. 

მხოლოდ გამოუსწორებელ ოპტიმისტს შეიძლება სჯეროდეს, რომ პრეზიდენტი შეძლებს რეალურად აამოქმედოს  მედიის დაცვის  ბერკეტები, რომელიც მას კანონიერად აქვს, მაგრამ  შექმნილ ვითარებაში ძალადაკარგულია, თუნდაც იმიტომ, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტს თავად ვერ დაუცავს თავი   მმართველი პარტიისა და ოლიგარქის  შეტევისაგან. 

 
 

 

სიახლეები

ზუგდიდში მუნიციპალური ტრანსპორტის საფასური იზრდება

ზუგდიდის საკრებულომ ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ღირებულების 50-60%-ით გაძვირებას. ეს...

EU საქართველოსთან დიალოგს გამართავს, განიხილავენ უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებას – იოზვიაკი

EU 11 ივნისს საქართველოსთან სავიზო დიალოგის გამართვას გეგმავს - ეს არის მნიშვნელოვანი შეხვედრა ვიზალიბერალიზაციის...

საქართველოს ახლანდელი ხელისუფლება პრაგმატულია-ლავროვი

5 ივნისს რუსულ პროპაგანდისტულ მედია "Известия-სთან" ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ქართული...

თბილისში, ბინაში 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს

თბილისში, საცხოვრებელ ბინაში 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილია 30 წელს გადაცილებული ქალი...