მთავარისიახლეებიპოლიტიკარა კავშირშია მანანა კობახიძე ,,მაგდანას ლურჯას'' მოსამართლესთან

რა კავშირშია მანანა კობახიძე ,,მაგდანას ლურჯას” მოსამართლესთან

Published on

საქართველოს პარლამენტმა დეპუტატი მანანა კობახიძე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ აირჩია. მანანა კობახიძე პარლამენტს ფრაქცია ”ქართულმა ოცნებამ” წარუდგინა. პლენარულ სხდომაზე მანანა კობახიძის საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად არჩევასა და მისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე ადრე შეწყვეტას ეყარა კენჭი, რასაც 101-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. საკითხის წინააღმდეგ 10 დეპუტატი წავიდა. 
 
”მანანა კობახიძე არჩეულია საკონსტიტიტუციო სასამართლოს წევრად. ვულოცავთ და ვუსურვებთ წარმატებულ საქმიანობას ამ საპატიო საქმიანობაზე”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ. 
 
საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლის ერთი თანამდებობა, რომელზეც კანდიდატურა პარლამენტს უნდა წარედგინა, სექტემბრიდან ვაკანტური იყო. წარდგენის ვადა და ამ თვალსაზრისით ”საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონით დადგენილი ნორმა კანონმდებლებმა დაარღვიეს, რადგან საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი წევრის გამწესება საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე არა უადრეს ერთი თვისა და არა უგვიანეს ათი დღისა უნდა მოხდეს. 
 
,,ფილმ "მაგდანას ლურჯაში" კორუმპირებული მოსამართლე როა, აი, ისეთი მოსამართლე დაამტკიცა დღეს პარლამენტმა'' – ასე ეხმაურება ,,ნაციონალური მოზრაობის'' წევრი ეკა ხერხეულიძე პარლამენტის ამ გადაწყვეტილებას თავის ფეისბუქგვერდზე

 

სიახლეები

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 119 პირია დაკავებული

პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის,...

სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული კიდევ 14 პირი გათავისუფლდება

დღეს პატიმრობიდან კიდევ 14 პირი გათავისუფლდება. სასამართლო პროცესები დღეს 15:00 საათსა და 17:00 საათზე...

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოკუპირებული მარიუპოლის სავაჭრო პორტის კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებს დაარტყეს

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოკუპირებული მარიუპოლის სავაჭრო პორტის კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებს დაარტყეს. პორტი სრულად დარჩა...

ზუგდიდში, მეზობლის მკვლელობის შემდეგ პენსიონერმა სავარაუდოდ თავი მოიკლა

ზუგდიდში, მეზობლის მკვლელობაში ეჭვმიტანილი 70 წლის პენსიონერი, ბახუ შამუგია, საკუთარი საცხოვრებელი სახლის გვერდზე მდებარე...