მთავარისიახლეებიპოლიტიკალაშა ნაცვლიშვილს ფარული უკანონო ჩანაწერებით ვაჭრობაში ადანაშაულებენ

ლაშა ნაცვლიშვილს ფარული უკანონო ჩანაწერებით ვაჭრობაში ადანაშაულებენ

Published on

 

ნიკა გვარამიას განცხადებას იმის შესახებ, რომ  მთავარი პროკურორის ყოფილმა მოადგილემ, ლაშა ნაცვლიშვილმა მას რამდენიმე მილიონ დოლარად  შესთავაზა ბიძინა ივანიშვილის მამხილებელი ჩანაწერები მედიისა და საზოგადოების ყურადღების ცენტრშია.  
ეს არის ე. წ ”ზეტ” მასალები, რომელიც  ფარული უკანონო ჩაწერით არის მოპოვებული და  გასაიდუმლოებულად ინახება – განაცხადა ნიკა გვარამიამ  გადაცემა ”არჩევანში” საუბრისას  – როდესაც ლაშა ნაცვლიშვილის მდგომარეობა შეიცვალა, მან დაიწყო ვაჭრობა მის ხელთ არსებული ამ მასალებით . 
ნიკა გვარამიას თქმით, იგი მზადაა პროკურატურას მიაწოდოს ინფორმაცია, თუ როგორ გადაიტანა ნაცვლიშვილმა ე.წ. მასალები ერევანში.
,,მას ეს მასალები აქვს შენახული დღემდე ერევანში., ერთ-ერთი მათგანი მომასმენინა კიდეც, ბოლომდე არ მისმენია, მაგრამ მან უბრალოდ დამარწმუნა, რომ ამგვარი მასალები აქვს. ეს შედიოდა ჩემს ინტერესებში, მაგრამ რადგანაც ამდენი ფული არ მქონდა, მან   მთხოვა  დამეკავშირებინა კიევში მყოფ ”ნაციონალების” ლიდერებთან და ერთ-ერთი იყო დავით საყვარელიძე“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.
საქართველოს მთავარი პროკურორის ყოფილმა მოადგილემ დავით საყვარელიძემ დღეს, ტელეკომპანია ”რუსთავი 2“-ის გადაცემაში ”არჩევანი” უკრაინიდან პირდაპირი ჩართვისას განაცხადა, რომ მთავარი პროკურორის ყოფილმა მოადგილემ ლაშა ნაცვლიშვილმა მათ ბიძინა ივანიშვილის ფარული აუდიო ჩანაწერები რამდენიმე მილიონად შესთავაზა. როგორც დავით საყვარელიძემ აღნიშნა, ეს შეთავაზება ლაშა ნაცვლიშვილმა მას შემდეგ გააკეთა მისი და მისი მეგობრის მისამართით, რაც სამსახურიდან უკვე გაშვებული და განაწყენებული იყო. თუმცა, საყვარელიძის თქმით, იმის გამო, რომ აუდიო ჩანაწერის გამოსყიდვისთვის საკმარისი თანხა არ გააჩნდა, ეს ”გარიგება” არ შედგა.
 
ლაშა ნაცვლიშვილი  მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს  აგონიურ ბოდვას უწოდებს , ,,ეს  ნაციონალური მოძრაობის საფირმო ნიშანია, მათმ ცილისწამება და მორალური ტერორიღა შემორჩათ მწირი პოლიტიკური არსენალიდან; რომ გარდაუვალი კატასტროფის გაჭიანურებული მოლოდინის გამო აგონიაში ჩავარდნილი, ღვარძლით სნეული ბოროტი გონება მხოლოდ სიშლეგეს გამოიმუშავებს და სწორედ იმიტომ, რომ, როგორც ჩანს, ზუსტად იქ მოვარტყი, სადაც ვუმიზნებდი.'' – განაცხადა მან ფეისბუქგვერდზე
 
ნაციონალურ მოძრაობაში  აცხადებენ, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის ფარული ჩანაწერები პოლიტიკური ბრძოლის იარაღია, რომელსაც ის მუდმივად იყენებს
 
უმრავლესობაში ლაშა ნაცვლიშვილის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებზე მოკლე კომენტარს აკეთებენ. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძე ამ ბრალდებებს „ფანტასტიკის სფეროს“ უწოდებს.

სიახლეები

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო - საქმე სამეწარმეო...

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია 445 ხმით 37-ის წინააღმდეგ მიიღო. რეზოლუცია ქართული ოცნების მიერ...

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა - განცხადებას უწყება...

პროპაგანდისტულმა „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ 2025 წელი ჯამში, 75.97 მილიონი ლარის ზარალით დაასრულეს

"2025 წელი პროსამთავრობო ტელეკომპანიებმა: „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ ჯამში, 75.97 მილიონი ლარის...