მთავარისიახლეებისაზოგადოება"ატესტაცია გაარკვევს თანამშრომლების კვალიფიკაციის ხარისხს"- ია ანთაძის თქმით, მოამბის თანამშრომლებმა საკუთარი კვალიფიკაცია...

“ატესტაცია გაარკვევს თანამშრომლების კვალიფიკაციის ხარისხს”- ია ანთაძის თქმით, მოამბის თანამშრომლებმა საკუთარი კვალიფიკაცია ატესტაციის შედეგებით უნდა გამოავლინონ

Published on

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მრჩეველი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის კუთხით, ია ანთაძე ამბობს, რომ მოამბის თანამშრომლებისთვის ე.წ. ატესტაციის ჩატარება იგეგმება. "ატესტაცია გაარკვევს თანამშრომლების კვალიფიკაციის ხარისხს. ვინც დღეს მუშაობს ყველას ექნება საშუალება, რომ თავისი კვალიფიკაცია დაადასტუროს იმ პროცედურით, რის ჩატარებასაც ჩვენ ვგეგმავთ," – განაცხადა ანთაძემ.ის არ აკონკრეტებს, როდისთვის იგეგმება თანამშრომლების კვალიფიკაციის შემოწმება. თუმცა, ამბობს, რომ ატესტაცია მაუწყებელში დიდი ხნის წინ დაიგეგმა."ჩვენ გვინდა კარგად დავინახოთ ამ ადამინების კვალიფიკაცია, ვინც "ნიუსრუმში" მუშაობს, იმ ცვლილებების ფონზე, რაც აქ უნდა განხორციელდეს," – აღნიშნა ანთაძემ, რომლის თქმითაც, საერთო შედეგების ნახვის შემდეგ გადაწყდება, რა იქნება შემდეგი ნაბიჯი. მოამბის თანამშრომელმა, ლაშა მესხმა ინფორმაცია გაავრცელა, რომ საინფორმაციო სამსახურის თანამშრომლების ნაწილს ერთთვიანი ხელშეკრულება გაუფორმდათს. არხის ახალი და მიმდინარე ახალი ამბების ბლოკის დირექტორმა, გიორგი გვიმრაძემ ხანმოკლე ხელშეკრულებების გაფორმების მიზეზად არხზე მიმდინარე რეორგანიზაცია დაასახელა.

სიახლეები

ზუგდიდში მუნიციპალური ტრანსპორტის საფასური იზრდება

ზუგდიდის საკრებულომ ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ღირებულების 50-60%-ით გაძვირებას. ეს...

EU საქართველოსთან დიალოგს გამართავს, განიხილავენ უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებას – იოზვიაკი

EU 11 ივნისს საქართველოსთან სავიზო დიალოგის გამართვას გეგმავს - ეს არის მნიშვნელოვანი შეხვედრა ვიზალიბერალიზაციის...

საქართველოს ახლანდელი ხელისუფლება პრაგმატულია-ლავროვი

5 ივნისს რუსულ პროპაგანდისტულ მედია "Известия-სთან" ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ქართული...

თბილისში, ბინაში 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს

თბილისში, საცხოვრებელ ბინაში 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილია 30 წელს გადაცილებული ქალი...