მთავარისიახლეებისაზოგადოებაარაფრის გაადვილებას ვაპირებთ მასწავლებლებისთვის- ალექსანდრე ჯეჯელავა

არაფრის გაადვილებას ვაპირებთ მასწავლებლებისთვის- ალექსანდრე ჯეჯელავა

Published on

ალექსანდრე ჯეჯელავა აცხადებს, რომ განათლების რეფორმა ყველა მიმართულებით მიდის. დღეს მან ჟურნალისტებთან საუბრისას იმ ალტერნატიულ გზებზე ისაუბრა, რომელსაც მასწავლებლები საგნის გამოცდის ჩაბარებისას გაივლიან:„მასწავლებლის სქემა და რაოდენობები ერთ-ერთია და დამტკიცებულია ეს სქემა უკვე. გაჩნდა 3 ალტერნატიული ტრაექტორია. ეს ეხება საგნის გამოცდაში პედაგოგიური უნარების გამოცდას ვაბარებ, ტრეინინგს გავდივარ საგანში თუ ისევ შიდა დაკვირვებას გავდივარ და ისე გადავლახე“.მინისტრის თქმით, სავალდებულო მოთხოვნაა 19 ქულის დაგროვება, თუმცა ამჯერად მასწავლებლებს 3 სხვადასხვა გზით შეუძლიათ ამ ქულის მოპოვება:„პედაგოგებმა როცა ეს ნახეს, თქვეს, რომ ჩვენ გვეგონა ადვილი გახდებოდა და სულაც არაა გაადვილებულიო. ჩვენ არაფრის გაადვილებას არ ვაპირებთ. თქვენგანაც მიმიღია ეს კრიტიკა, რომ ადვილი გახდება და ყველა გადალახავს ბარიერს და ყველა ჩააბარებს ამ გამოცდას.ადვილი არაა, თუმცა ალტერნატივებია, შეუძლია 1 გზა აირჩიოს, მეორე ან მესამე. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ წელს, 2017-ში, უფროსი მასწავლებელი გახდება დამატებით სადღაც 4,000 – 4,500 მასწავლებელი. სადღაც 16,000 უკვე არის და ეს რიცხვი გაიზრდება 20,000-მდე. ანუ ერთი მესამედი ჩვენი პედაგოგების უკვე იქნება უფროსი მასწავლებელი“

სიახლეები

დაკავებულია წითელი ცირკულარით ძებნილი 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის...

სარჯველაძე დიუშენის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა

სარჯველაძე დიუშენის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა - ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მათ მედიკამენტების თაობაზე ინფორმაციის...

ზუგდიდში მუნიციპალური ტრანსპორტის საფასური იზრდება

ზუგდიდის საკრებულომ ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ღირებულების 50-60%-ით გაძვირებას. ეს...

EU საქართველოსთან დიალოგს გამართავს, განიხილავენ უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებას – იოზვიაკი

EU 11 ივნისს საქართველოსთან სავიზო დიალოგის გამართვას გეგმავს - ეს არის მნიშვნელოვანი შეხვედრა ვიზალიბერალიზაციის...