მთავარისიახლეებისაზოგადოებააფხაზეთიდან დევნილმა ოჯახმა ქულების გადამოწმების მიზნით სამინისტროსთან შუამდგომლობისთვის ფრაქცია ენმ-ს მიმართა

აფხაზეთიდან დევნილმა ოჯახმა ქულების გადამოწმების მიზნით სამინისტროსთან შუამდგომლობისთვის ფრაქცია ენმ-ს მიმართა

Published on

აფხაზეთიდან დევნილი ბადრი ზაქარაიას ოჯახი დახმარებას ითხოვს. მხედველობადაქვეითებული ცოლ-ქმარი არასრულწლოვანი ბავშვით ქირიას ქუჩაზე ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს. ოჯახის უფროსის თქმით, პირობები გაუსაძლია, ისინი მინიჭებული 8,5 ქულის გადამოწმებას და ხელახალ კომისიას ითხოვენ,  ამბობენ, რომ  უკვე 2 წელია ბინის მოლოდინში არიან, “8,5 ქულაზე რატომ არ მოვიდა კომისია? უნდობლობას ვუცხადებთ მთავრობას და ამ კომისიას, ვიყავით დევნილთა სამმართველოში მანუჩრ ჩილაჩავასთანაც, მაგრამ არავივ მოსულა, შარშანაც შეგვპირდნენ თაბუკაშვილზე, მაგრამ ისე დავრჩით. თუ არ დაგვაკმაყოფილებენ, დავიწყებთ შიმშილობას, ან მივმართავთ კიდევ უფრო მწვავე ფორმას“-განაცხადა ბადრი ზაქარაიამ. ზაქარაიების ოჯახმა დახმარებისთვის ფრაქცია „ნაციონალურ მოძრაობას“  მიმართა. დეპუატატი  ანა წითლიძე ამბობს, რომ ეს დევნილთა მხრიდან მომართვის პირველი შემთხვევა არ არის. ფრაქციამ დევნილთა სამმართველოს შუამდგომლობით უკვე მიმართა. წითლიძის თქმით, დევნილებს აქვთ უნდობლობის გრძნობა, ისინი ვერ იღებენ შესაბამის ქულებს, ძალიან ბევრი კითხვის ნისანი არსებობს ბინების განაწილებასთან დაკავშირებით : „ეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე დევნილიც სწორედ იგივე პრობლემის წინაშე დგას. მან მიიღო 8,5 ქულა. შესაბამისად არ იცის, მიიღებს თუ არა ბინას. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა კომპეტენტურ ორგანოს, დევნილთა სამმართველოს, სამინისტროს, დაინტერესდნენ მოქალაქის პრობლემით, უშუამდგომლონ მას სახელმწიფო კომისიასთან, რადგან ჩვეულებრივ მდგომარეობასთან არ გვაქვს საქმე. შშმ პირია მცირეწლოვანი ბავშვით. უკიდურესად მძიმე პირობებში უწევთ ცხოვრება“, – განაცხადა დეპუტატმა.თავის მხრივ, დევნილთა სამმართველოს უფროსმა ჟურნალისტებს განუცხადა რომ  „მას დევნილთა სამინისტრო უხდის ქირას. ამ ეტაპზე ის არის ორ ოთახიანი ბინის კანდიდატი. 8,5 ქულაზე ამ ეტაპზე ჩვენი კომისია არ დადიოდა. მაგრამ, როცა პირველი ეტაპი მორჩება კომისიების და ქულები დაიხვეწება, შეიძლება ქულების რაოდენობამ ჩამოიწიოს ქვემოთ. ამის მერე რეალური კანდიდატია, რომ კომისია მივიდეს. არისო ნესტი და ცუდი საყოფაცხოვრებო პირობები. ჩემგან და ჩვენი სამმართველოს მხრიდან ასეთი იყო განმარტება, ქირას გიხდით და თქვენ და ტქვენმა ოჯახმა სხვაგან მოიძიეთ საცხოვრებელი ფართი,სადაც ჩვენ დაგიფინანსებთ ქირას და უკეთეს საცხოვრებელ პირობებში იქნებით, სანამ გრძელვადიანი საცხოვრებლი პირობებით არ დაკმაყოფილდებით. მეორე თემა, რაზეც ვისაუბრეთ, იყო ქულები. ამ მონიტორინგით და კომისიით ეს ბინები არ განაწილდება. თუ ქულების ზღვარმა 8,5 ზე ჩამოიწია, ბადრისთან აუცილებლად მივლენ. მანამდე ჩვენს კომისიას იურიდიული უფლება არ აქვს რომ მივიდეს. მე ვუთხარი 10,15-20 დღე. ერთი კვირის წინ იყო ჩემთან. და თუ დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში გააკეთა კომენტარი, ამით ვადები არ შეიცვლება. რაც არის რეალური ვადები, იმ ვადებში ყველა შემთხვევაში კომისია იმუშავებს, და გვეცოდინება პასუხები. დაჩქარებულად პიროვნულად ბადრიზე არავინ არაფერს გააკეთებს.“- განაცხადა ჩილაჩავამ

სიახლეები

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 119 პირია დაკავებული

პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის,...

სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული კიდევ 14 პირი გათავისუფლდება

დღეს პატიმრობიდან კიდევ 14 პირი გათავისუფლდება. სასამართლო პროცესები დღეს 15:00 საათსა და 17:00 საათზე...

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოკუპირებული მარიუპოლის სავაჭრო პორტის კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებს დაარტყეს

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოკუპირებული მარიუპოლის სავაჭრო პორტის კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებს დაარტყეს. პორტი სრულად დარჩა...

ზუგდიდში, მეზობლის მკვლელობის შემდეგ პენსიონერმა სავარაუდოდ თავი მოიკლა

ზუგდიდში, მეზობლის მკვლელობაში ეჭვმიტანილი 70 წლის პენსიონერი, ბახუ შამუგია, საკუთარი საცხოვრებელი სახლის გვერდზე მდებარე...