მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდში მოშიმშილე დევნილი სამინისტროსთან თავის დაწვით იმუქრება

ზუგდიდში მოშიმშილე დევნილი სამინისტროსთან თავის დაწვით იმუქრება

Published on

ზუგდიდში მოშიმშილე ერთ-ერთი დევნილის ტარიელ ქობალიას განცხადებით, თუკი დევნილთა სამინისტროს წარმომადგენლები მათი მოთხოვნებით არ დაინტერესდებიან, 2 დღეში თბილისში, უწყების შენობის წინ თავს დაიწვავს. ამის შესახებ მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.ამ დროისათვის, ზუგდიდის საავადმყოფოს ეზოში პირამოკერილი 3 დევნილი შიმშილობს, 2-მა კი, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, პროტესტი შეწყვიტა. მოშიმშილეთა განცხადებით, მათი პროტესტით მრავალი უწყება დაინტერესდა, მათ შორის აფხაზეთის მთავრობაც, თუმცა, დევნილთა სამინისტროს მხრიდან არავინ გამოხმაურებიათ.  ზუგდიდში აფხაზეთიდან დევნილმა 5-მა პირმა პროტესტის უკიდურეს ფორმას 12 დღის წინ მიმართა. მათი მოთხოვნებია: საცხოვრებელი პირობების შესწავლა, ქულების გადაანგარიშება და საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილება. პროტესტის მონაწილეები, მინისტრის გადადგომასაც ითხოვენ. 
 

სიახლეები

ზუგდიდში მუნიციპალური ტრანსპორტის საფასური იზრდება

ზუგდიდის საკრებულომ ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ღირებულების 50-60%-ით გაძვირებას. ეს...

EU საქართველოსთან დიალოგს გამართავს, განიხილავენ უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებას – იოზვიაკი

EU 11 ივნისს საქართველოსთან სავიზო დიალოგის გამართვას გეგმავს - ეს არის მნიშვნელოვანი შეხვედრა ვიზალიბერალიზაციის...

საქართველოს ახლანდელი ხელისუფლება პრაგმატულია-ლავროვი

5 ივნისს რუსულ პროპაგანდისტულ მედია "Известия-სთან" ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ქართული...

თბილისში, ბინაში 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს

თბილისში, საცხოვრებელ ბინაში 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილია 30 წელს გადაცილებული ქალი...