მთავარისიახლეებისაზოგადოებაTI: საზოგადოებრივ მაუწყებელზე გადაცემების შეჩერება კანონს ეწინააღმდეგება

TI: საზოგადოებრივ მაუწყებელზე გადაცემების შეჩერება კანონს ეწინააღმდეგება

Published on

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ არხის რეორგანიზაციის შესაძლო მოდელი წარდგენისას განაცხადა, რომ გეგმის მიხედვით, 2018 წლამდე საზოგადოებრივ მაუწყებელზე მხოლოდ მოამბე გავა.აღნიშნულ გეგმას, რომელიც გადაცემების დახურვას ითვალისწინებს, თუმცა ჯერ დამტკიცებული არაა, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო არაკანონიერს უწოდებს.ორგანიზაცია აცხადებს, რომ მაუწყებლის რეფორმირების საჭიროება აშკარაა, თუმცა მიიჩნევს, რომ პრინციპულად მნიშვნელოვანია აღნიშნული რეფორმები არ იყოს გამოყენებული კონკრეტული პოლიტიკური მიზნების მისაღწევად და არ იწვევდეს მაუწყებლის საქმიანობის შეფერხება TI-ის თქმით, მნიშვნელოვანი იყო საზოგადოებას მოესმინა პასუხები არხის გენერალურ დირექტორისგან რადიკალური ცვლილებების დაანონსების პარალელურად შემდეგ კითხვებზე:კადრების ოპტიმიზაციის დროს: როგორ მოხდება პროცესის მართვა; იქნება თუ არა ამ პროცესში გამოყენებული მაუწყებლის მიერ უკვე ჩატარებული კვლევები საკადრო პოლიტიკასთან დაკავშირებით; რა მექანიზმებით იქნება უზრუნველყოფილი ჟურნალისტების შრომითი უფლებების დაცვა; არის თუ არა გათვლილი რამდენი თანამშრომელი დასჭირდება მაუწყებელს ახალი ბადის პირობებში; რა სახით მოხდება ამ პროცესში გარე ექსპერტების ჩართვა.გადაცემების შეჩერების პერიოდში: რა პრინციპით მოხდება თავისუფალი საეთერო დროს შევსება; გავა თუ არა არხზე რეიტინგული სპორტული ტრანსლაციები; რატომ არ ხდება შედარებით რეიტინგული გადაცემების დროებით შენარჩუნება; გადაცემების შეჩერების შემთხვევაში, ჩაითვლებიან თუ არა მათზე მომუშავე ჟურნალისტები და ტექნიკური პერსონალი გათავისუფლებულად; შეასრულებს თუ არა არხი წინასაარჩევნო პერიოდში მასზე კანონით დაკისრებულ ვალდებულებებს. მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია საკუთარ ბადეში განათავსოს საზოგადოებრივ პოლიტიკური და შემეცნებითი გადაცემები. ასევე დ – პუნქტის თანახმად საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას – მაუწყებელმა უნდა უზრუნველყოს წინასაარჩევნო დებატების ტრანსლირება. გენერალური დირქტორის განცხადებებიდან არ ჩანს, თუ როგორ აპირებს არხი აღნიშნული საკანონმდებლო ვალდებულებების უზრუნველყოფას, იმის გათვალისწინებით, რომ 2017 წელს ქვეყანაში თვითმმართველობის არჩევნებია.ფინანსური ოპტიმიზაციის დროს: როგორ გადაწყდება მაუწყებლის აქტივების გამოყენება, მათ შორის მაუწყებლის ბალანსზე არსებული უძრავი ქონების; განხორციელდება თუ არა ახალი ნიუსრუმის პროექტი; რა ალტერნატიული პროექტები განიხილება; კონკრეტულად რა ფინანსური რესურსი სჭირდება მაუწყებელს სრული ტექნიკური გადაიარაღებისთვის; იქნება თუ არა მაუწყებლის ფინანსური ოპტიმიზაციის პერიოდი გამჭვირვალე სამოქალაქო საზოგადოებისთვის და მედიისთვის.ახალი სამაუწყებლო ბადის შექმნის დროს: როგორ შეირჩევა გადაცემები ახალი ბადისთვის; კონკრეტულად რა შინაარსს აწარმოებს მაუწყებელი და რას დაუკვეთავს გარე სტუდიებს ან წარმოებებს; იმუშავებენ თუ არა ახალ პროექტებზე მოქმედი თანამშრომლები.საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო აცხადებს, რომ ამ და სხვა კითხვებზე პასუხის გაცემა უმნიშვნელოვანესი წინაპირობა იქნება საზოგადოებრივ მაუწყებელზე ეფექტური და რაც მთავარია, პოლიტიკურად არამოტივირებული რეფორმის ჩატარებისთვის:
"ნაჩქარევი გადაწყვეტილებები კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს მაუწყებლის რეპუტაციას და შესაძლოა შელახოს არხზე მომუშვე ჟურნალისტების შრომით უფლებები. სამეურვეო საბჭომ გენერალურ დირექტორს უნდა მოსთხოვოს უფრო დეტალური გეგმა და გაითვალისწინოს ის რისკები, რაც არხზე გადაცემების შეჩერებას ახლავს.ხაზგასასმელია ის გარემოებაც, რომ მაუწყებელში თითოეული ახალი დირექტორი საქმიანობას სწორედ რეორგანიზაციის პროცესით იწყებს, რაც საბოლოოდ დაუსრულებელ რეორგანიზაციას და არასტაბილურ გარემოს ქმნის. არასტაბილური გარემო ნეგატიურად აისახება, როგორც თანამშრომლეთა მოტივაციაზე, ასევე მაყურებელთა ლოიალობაზე მაუწყებლის მიმართ".მაღლაფერიძის განცხადებით, მისი მთავარი მიზანია, "საზოგადოებრივი მაუწყებლის კრიზისიდან გამოყვანა და მდგრადი განვითარების საფუძვლის შექმნა".

სიახლეები

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო - საქმე სამეწარმეო...

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია 445 ხმით 37-ის წინააღმდეგ მიიღო. რეზოლუცია ქართული ოცნების მიერ...

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა - განცხადებას უწყება...

პროპაგანდისტულმა „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ 2025 წელი ჯამში, 75.97 მილიონი ლარის ზარალით დაასრულეს

"2025 წელი პროსამთავრობო ტელეკომპანიებმა: „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ ჯამში, 75.97 მილიონი ლარის...