4 თებერვალს ლოს-ანჯელესში Outstanding Achievement Awards-ის დაჯილდოვების ცერემონიალი 31-ედ გაიმართა.პრესტიჟულ ჯილდოს ამერიკელ კინოოპერატორთა საზოგადოება ყოველწლიურად გასცემს, წელს კი სხვადასხვა ნომინაციაში ისეთი ცნობილი და წარმატებული ფილმები იყო წარდგენილი, როგორებიცაა: Arrival, Lion, La La Land, Moonlight და Silence.ერთ-ერთი ჯილდოსთვის Spotlight Award 3 სხვა ნომინანტთან ერთად იბრძოდა ოპერატორი გორკა გომეს ანდრეუ რუსუდან გლურჯიძის ფილმისთვის სხვისი სახლი, რომელმაც ჯილდოს მოპოვება შეძლო.რუსუდან გლურჯიძის სხვისი სახლი ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა და მან უკვე მოიპოვა მნიშვნელოვანი ჯილდოები კარლოვი ვარის, ბერგენისა და ევრაზიის საერთაშორისო ფესტივალებზე.
ქართული ფილმის ოპერატორი SPOTLIGHT AWARD-ის გამარჯვებული გახდა
სიახლეები
საზოგადოება
საქართველოს საკითხებზე ევროპარლამენტში დღეს დებატები გაიმართება
ევროპარლამენტში დღეს საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება - წინასწარ ცნობილი დღის წესრიგის მიხედვით, ევროპარლამენტარები კენჭს...
სიახლეები
მოსახლეობის უმრავლესობა მიიჩნევს, რომ პოლიტიკურ კრიზისზე პასუხისმგებელი ოცნებაა – ISSA
სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის (ISSA) ახალი კვლევის მიხედვით, საქართველოში პოლიტიკური კრიზისის არსებობას არსებობას...
სიახლეები
ძალიან მძიმე ტრავმები აქვს, შოკისმომგვრელი ამბავი იყო ყველასთვის – სარჯველაძე რიჟვაძეზე
პირველ საუნივერსიტეტო კლინიაკში, სადაც აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძეა გადაყავანილი ივანიშვილის ჯანდაცვის მინისტრი,...
სიახლეები
„ლელოს” ეს გადაწყვეტილება არის იმ ბრძოლის ღალატი, რა ბრძოლაშიც საქართველოს მოქალაქეები არიან რეჟიმის წინააღმდეგ-წითლიძე
„ლელოს“ ეს გადაწყვეტილება არის ღალატი პოლიტიკური პატიმრების, საქართველოს თითოეული მოქალაქის და ღალატი ყველა იმ...