მთავარისიახლეებიპოლიტიკა„ნაციონალური მოძრაობა“ ზურაბ აბაშიძეს პარლამენტში იბარებს

„ნაციონალური მოძრაობა“ ზურაბ აბაშიძეს პარლამენტში იბარებს

Published on

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს ზურაბ აბაშიძეს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინთან შეხვედრის შემდეგ პარლამენტში, საგარო ურთიერთობათა კომიტეტში იბარებს, – ამის შესახებ განცხადება ფრაქციის წევრმა სალომე სამადაშვილმა გააკეთა.სალომე სამადაშვილმა მიმართა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს, რათა მოხდეს სხდომაზე ზურაბ აბაშიძის მოწვევა.„უნდა გამოვეხმაურო იმ განცხადებას, რომელიც ზურაბ აბაშიძემ რამდენიმე დღის წინ გააკეთა, რომ თითქოს ევროპასთან უვიზო რეჟიმი ეს არის მათ შორის, ამ ფორმატის დამსახურება. ეს არის პირდაპირ ჩვენი საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა, რომ თითქოს ჩვენ ჯერ რუსეთთან უნდა დავალაგოთ ურთიერთიერთობები და ამის შემდეგ გვექნება წარმატება ევოატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ამ დროს პირიქითაა. საქართველოს შეუქცევადი ევროპული მომავალი არის ერთადერთი რამ, რაც ჩვენ დაგვეხმარება რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირებაში და ბატონმა აბაშიძემ მსგავსი განცხადებები, რომლებიც პირდაპირ რუსეთის ინტერესებში შედის, არასდროს უნდა გააკეთოს, თუ ის მართლაც საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს წარმოადგენს ამ მოლაპარაკებებზე”, – განაცხადა სამადაშვილმა.მისივე თქმით, მხოლოდ 2016 წლის განმავლობაში საქართველოს 85 მოქალაქეა დაკავებული საოკუპაციო რეჟიმის მიერ. აქედან გამომდინარე, სალომე სამადაშვილს აინტერესებს, აღნიშნული მოლაპარაკებების რომელ წარმატებაზე აქვს საუბარი ზურაბ აბაშიძეს, “როდესაც ჩვენ ქვეყანაში მსგავსი მდგომარეობაა“. „სწორედ ამიტომ მინდა მივმართო ბატონ აბაშიძეს, ხელისუფლებას და საზოგადოებას – ჩვენ, როგორც პარლამენტში წარმოდგენილი ძირითადი ოპოზიციური ძალა, მოვითხოვთ, რომ ბატონი აბაშიძე აღნიშნული შეხვედრის შემდეგ მობრძანდეს საგარეო კომიტეტის სხდომაზე და ჩაგვაბაროს ანგარიში აღნიშნული მოლაპარაკებების შესახებ და ზოგადად, მომავალში ვფიქრობ, რომ აუცილებელია მან, მსგავსი შეხვედრების წინ და შემდეგ საკანონმდებლო ორგანოში შესაბამისი კონსულტაციები გაიაროს”, – განაცხადა სამადაშვილმა.

სიახლეები

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 119 პირია დაკავებული

პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის,...

სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული კიდევ 14 პირი გათავისუფლდება

დღეს პატიმრობიდან კიდევ 14 პირი გათავისუფლდება. სასამართლო პროცესები დღეს 15:00 საათსა და 17:00 საათზე...

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოკუპირებული მარიუპოლის სავაჭრო პორტის კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებს დაარტყეს

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოკუპირებული მარიუპოლის სავაჭრო პორტის კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებს დაარტყეს. პორტი სრულად დარჩა...

ზუგდიდში, მეზობლის მკვლელობის შემდეგ პენსიონერმა სავარაუდოდ თავი მოიკლა

ზუგდიდში, მეზობლის მკვლელობაში ეჭვმიტანილი 70 წლის პენსიონერი, ბახუ შამუგია, საკუთარი საცხოვრებელი სახლის გვერდზე მდებარე...