მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ეს უმოწყალო მონტაჟია და, რასაც სუსი სჩადის, დანაშაულია'' - ნიკა გვარამიას...

,,ეს უმოწყალო მონტაჟია და, რასაც სუსი სჩადის, დანაშაულია” – ნიკა გვარამიას განცხადება პრესკონფერენციაზე

Published on

 ,,ეს უმოწყალო მონტაჟია და,  რასაც სუსი სჩადის, დანაშაულია'' – ასე შეაფასა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე  ,.რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ აუდიოჩანაწერი, რომელიც თითქოსდა მისი და ზურაბ ადეიშვილის საუბარს ასახავს,
მისი განცხადებით, გავრცელებული ფარული ჩანაწერი დამონტაჟებულია, აღებულია მისი ხმა ბევრი სხვადასხვა, დაახლოებით 4-5 საუბრიდან.
 
ნიკა გვარამიას განაცხადებით, ადეიშვილთან არ უსაუბრია მას ტელეფონით, დაახლოებით, ბოლო 2 წელია, მასთან შეხვედრები ჰქონია კიევში. 
 
"ეს არ არის ჩემი და ბატონი ადეიშვილის საუბარი, არის ჩემი საუბრის კომპილაცია სხვადასხვა საუბრიდან. ბატონი ადეიშვილის ხმა არის თუ არა ამას ვერც დავადასტურებ და ვერც უარვყოფ, თუ არის ბატონი ადეიშვილის საუბარი, ისიც აღებულია როგორც ჩანს სხვადასხვა საუბრიდან. ეს არის უმოწყალო მონტაჟი," – აცხადებს ნიკა გვარამია ფარულ ჩანაწერზე პასუხად. 
 

საუბარია, აუდიოჩანაწერზე, რომელიც   საინფორმაციო-ანალიტიკურმა გამოცემა, ,,უკრაინსკაია რევოლუციამ'' გამოაქვეყნა,  პორტალის მტკიცებით, ეს  საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილისა და ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საუბრის ჩანაწერია. 
 
საუბარი, სავარაუდოდ, „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებულ სასამართლო პროცესს შეეხება. ისმის ორი მოსამართლის გვარი – ალავიძე და ახვლედიანი, ერთერთი მათგანი ბესარიონ ალავიძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეა და  „რუსთავი 2“-ის საქმის მოსამართლეა. მამუკა ახვლედიანი  კი  საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე, თუმცა  ამ უკანასკნელს  შეხება არ ჰქონია რუსთავი 2-ის საქმესთან. ჩანაწერის მიხედვით, საუბარია  3 მილიონზე, რომელიც მათთვის გადასაცემად არის განკუთვნილი.
 
„როგორც ჩანს, სახელმწიფო საუბარს უფრო აქეთ წაიყვანს , რომ მე ახვლედიანს ქრთამი მივეცი, თუმცა ახვლედიანს ეს საქმე არცერთ ინსტანციაში განუხილავს“ – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

სიახლეები

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო - საქმე სამეწარმეო...

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია 445 ხმით 37-ის წინააღმდეგ მიიღო. რეზოლუცია ქართული ოცნების მიერ...

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა - განცხადებას უწყება...

პროპაგანდისტულმა „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ 2025 წელი ჯამში, 75.97 მილიონი ლარის ზარალით დაასრულეს

"2025 წელი პროსამთავრობო ტელეკომპანიებმა: „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ ჯამში, 75.97 მილიონი ლარის...