მთავარისიახლეებიპოლიტიკა„ნაციონალური მოძრაობა - ხალხის პარტია“- ენმ პარტიის ღიაობის მიზნით ახალ კამპანიას იწყებს

„ნაციონალური მოძრაობა – ხალხის პარტია“- ენმ პარტიის ღიაობის მიზნით ახალ კამპანიას იწყებს

Published on

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" აქვეყნებს მიმართვას და მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ პირს, ჩაერთოს პარტიის ღია დისკუსიაში:  “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ყრილობაზე გაჟღერებული ერთ–ერთი მთავარი დაპირების ასასრულებლად,  კამპანიას „ნაციონალური მოძრაობა – ხალხის პარტია“  იწყებს. ჩვენ ვაღებთ კარს და გიწვევთ პარტიის ღიაობისა და ჩართულობის პლატფორმაზე სამუშაოდ.ძვირფასო თანამებრძოლებო, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განახლებაში უმნიშვნელოვანესია თითოეული თქვენგანის მონაწილეობა. ენმ ერთად კვლავ უნდა ვაქციოთ სახალხო პარტიად, რომელიც იდეისა და პროგრამის გარშემო გააერთიანებს ჩვენს მეტ თანამოქალაქეს ივანიშვილის კოლაბორაციონისტი, მოღალატე ხელისუფლების შესაცვლელად და საქართველოს პროგრესისა და განვითარების გზაზე დასაყენებლად, მოქალაქეების კეთილდღეობის და წარმატების უზურნველსაყოფად.ჩვენ უნდა ავამოქმედოთ გადაწყვეტილებების შემუშავებისა და მიღების პროცესში თქვენი აქტიური ჩართულობის მრავლაფეროვანი და საინტერესო მექანიზმი. ამასთან დაკავშირებით გთხოვთ მოგვაწოდოთ იდეები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფიციალურ facebook გვერზე და ელექტრონულ ფოსტაზე [email protected] დიდი ინტერესით დაველოდებით თქვენს წინადადებებს.მოვდევნო კვირას, 10 თებერვალს, 18:00 საათზე, მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ყველა მსურველს გელით ღიაობის და ჩართულობის პლატფორმის ირგვლივ ღია დისკუსიაზე.თქვენი იდეები, რჩევები, რეკომენდაციები, კრიტიკული შენიშვნები, ჩვენთვის ღირებული და მნიშვნელოვანია. ერთად ვიმსჯელოთ იმაზე, თუ როგორ ვაქციოთ ენმ თანაპარტიელებთან, მხარდამჭერებთან და მოსახლეობასთან ერთად მჭიდრო თანამშრომლობის პარტიად."- ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სიახლეები

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო - საქმე სამეწარმეო...

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია 445 ხმით 37-ის წინააღმდეგ მიიღო. რეზოლუცია ქართული ოცნების მიერ...

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა - განცხადებას უწყება...

პროპაგანდისტულმა „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ 2025 წელი ჯამში, 75.97 მილიონი ლარის ზარალით დაასრულეს

"2025 წელი პროსამთავრობო ტელეკომპანიებმა: „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ ჯამში, 75.97 მილიონი ლარის...