მთავარისიახლეებისაზოგადოებასაკეისრო კვეთის ოპერაციებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გააკონტროლებს

საკეისრო კვეთის ოპერაციებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გააკონტროლებს

Published on

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გამოხატავს შეშფოთებას იმის გამო, რომ საკეისრო კვეთა ეპიდემიურ ხასიათს იძენს მთელ მსოფლიოში. რამდენიმე წლის წინ საკეისრო კვეთა მკაცრად სამედიცინო ჩვენების შესაბამისად ტარდებოდა, დღეს კი მთელ მსოფლიოში ქალთა მხოლოდ 55 % მშობიარობს ფიზიოლოგიურად. საკეისრო კვეთა ხშირად წინასწარ დაგეგმილი და შეთანხმებულია ხოლმე. ქალბატონების დიდი ნაწილი ექიმებს ოპერაციულ ჩარევას სთხოვს მაშინაც კი, როცა ამის არანაირი ჩვენება არ არსებობს, ანუ დედაც და ბავშვიც სრულიად ჯანმრთელია.აღნიშნული ტენდენცია განსაკუთრებით შეინიშნება განვითარებად ქვეყნებში. მოგეხსენებათ, საქართველოც არ არის გამონაკლისი. სპეციალისტთა განმარტებით, თუ ფიზიოლოგიურ მშობიარობას უკუჩვენება არ გააჩნია, საკეისრო კვეთის ჩატარება არ შეიძლება, რადგან ის საფრთხეს შეიცავს როგორც დედის, ასევე ნაყოფისთვის.ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გეგმავს მკაცრი კონტროლის დაწესებას ამ ტიპის ოპერაციაზე. ექიმები რეკომენდაციას უწევენ საკეისრო კვეთის მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში ჩატარებას. ახალშობილზე საკეისრო კვეთის გავლენა არაერთი კვლევისა და შესწავლის საგანია. მაგალითად, კოპენჰაგენის უნივერსიტეტის სპეციალისტებმა აჩვენეს, რომ საკეისრო კვეთის შედეგად დაბადებულ ჩვილებს იმუნური სისტმა მნიშვნელოვნად დაქვეითებული აქვთ.

თინათინ გოცაძე   mkurnali.ge
http://www.mkurnali.ge/qali/7842-jandacvis-msoflio-organizacia-sakeisro-kvethis-operaciatha-mkacrad-gakontrolebas-gegmavs.html

სიახლეები

შსს ადასტურებს, შაბათის ეთერის ანონსში გასული კადრები ნამდვილობას და განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, ტვ პირველის შაბათის ეთერში გასული, მოქალაქეების წამების ამსახველი კადრების ნამდვილობა....

13 ივნისის ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა

3 ივნისის ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა - მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარმა სტიქიამ 21 ადამიანის...

ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას-პირველი არხის ეთერში დაცემული ბავშვის დედა

"ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას, ასეთი რეაქცია მქონდა. უყურებ როგორ არ ეხმარებიან შენ შვილს, როცა...

EU-ს მაღალჩინოსანმა საქართველოსთან სავიზო დიალოგს “საკმაოდ უნაყოფო” უწოდა-იოზვიაკი

რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს ხელმძღვანელის, რიკად იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკომისიის მაღალჩინოსანმა ქართულ მხარესთან გამართულ სავიზო...