მთავარისიახლეებისაზოგადოებაექიმის ინფორმაციით, ერთ-ერთი მოშიმშილე დევნილის მდგომარეობა გაუარესდა, დალი შონია სტაციონარში გადაყვანაზე უარს...

ექიმის ინფორმაციით, ერთ-ერთი მოშიმშილე დევნილის მდგომარეობა გაუარესდა, დალი შონია სტაციონარში გადაყვანაზე უარს აცხადებს

Published on

ერთ-ერთი მოშიმშილე დევნილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღეს დილით  გაუარესდა, 58 წლის დალი  შონიას საერთო სისუსტე და დაბალი წნევა აღენიშნება, პირველადი დახმარება მას სასწრაფო სამედიცინო  ბრიგადამ აღმოუჩინა, მოგვიანებით კი დევნილთა პოლიკლინიკის ექიმებმა მოინახულეს.  ექიმ-თერაპევტ   კვირკველიას თქმით :“მოშიმშილე ქალბატონის მდგომარეობა კრიტიკულია, მან აუცილებლად უნდა შეწყვიტოს შიმშილობა და სტაციონარში გადავიდეს.“   რაზეც  ქალბატონი კატეგორიულ უარს ამბობს.“ აქ უნდა მოვკვდე, არსად არ წავალ“- აცხადებს შონია. ასევე რთულია ნანა შონიას მდგომარეობაც, რომელსაც მაღალი ტემპერატურა  აღენიშნება. დევნილები მე-9 დღეა შიმშილობენ. მათი მოთხოვნები უცვლელია, ისინი სოციალური ქულების გადამოწმებას და დევნილთა და განსახლების მინისტრის გადადგომას ითხოვენ.

სიახლეები

დაკავებულია წითელი ცირკულარით ძებნილი 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის...

სარჯველაძე დიუშენის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა

სარჯველაძე დიუშენის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა - ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მათ მედიკამენტების თაობაზე ინფორმაციის...

ზუგდიდში მუნიციპალური ტრანსპორტის საფასური იზრდება

ზუგდიდის საკრებულომ ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ღირებულების 50-60%-ით გაძვირებას. ეს...

EU საქართველოსთან დიალოგს გამართავს, განიხილავენ უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებას – იოზვიაკი

EU 11 ივნისს საქართველოსთან სავიზო დიალოგის გამართვას გეგმავს - ეს არის მნიშვნელოვანი შეხვედრა ვიზალიბერალიზაციის...