მთავარისიახლეებითვალსაზრისივინც რა უნდა თქვას ხელისუფლებაში, მოსახლეობა ამ დიდ წარმატებას .......

ვინც რა უნდა თქვას ხელისუფლებაში, მოსახლეობა ამ დიდ წარმატებას …. მიხეილ სააკაშვილს ულოცავს

Published on

სანამ ხელისუფლება ევროპასთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შესახებ ევროპარლამენტის გადაწყვეტილებას ზეიმობს მხოლოდ დამხოლოდ საკუთარ დამსახურებასთან კონტექსტში,  საქართველოს მოსახლეობა ამ  დიდ წარმატებას ….  მიხეილ სააკაშვილს ულოცავს
 
 რამდენიმე ამონარიდი  სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ათასობით მილოცვიდან იმ ადამიანისადმი, რომელმაც, როგორც ერთ-ერთ პოსტშია ნათქვამი, ,, ხელიდან გამოსტაცა რუსეთს საქართველო და გაუხსნა გზა ევროპისაკენ:''
 
,,წლების წინ, როცა მიხეილ სააკაშვილმა დაიწყო სვლა ევროპული ოჯახისაკენ, ბევრი დღეს მოზეიმე პოლიტიკოსი თუ ადამიანთა ჯგუფი სკეპტიკურად უყურებდა ამ პერსექტივას. 
ვისურვებ მალე ქვეყნის განვითარებამ მოგვცეს შესაძლებლობა ევროპულ ოჯახში სრული ინტეგრირების და ამ მექანიზმის გამოყენების არა სამუშაოდ და გადასახვეწად, არამედ დასასვენებლად და ევროპული კულტურის უკეთ გასაცნობად, გ ი ლ ო ც ა ვ თ კიდევ ერთხელ''
 

,,ვულოცავ სრულიად საქართველოს და ჩემი ქვეყნის პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ამ ისტორიულ დღეს!!!! მიშა მაგარია!!''
 
,,და ყველაზე ბედნიერი, დღეს მაინც მიშა სააკაშვილია! 
მადლობა ბატონო პრეზიდენტო!!!!!!!!''
 
,,ვუერთდები მილოცვებს  და ვულოცავ ქართველ ხალხს ევროკავშირის ოჯახთან დაახლოებული ნაბიჯის გადადგმას, რაც ვიზალიბერალიზაციის მიღებაში გამოიხატება.  განსაკუთრებით კი,  იმ ნაბიჯების გადადგმას  რომელმაც "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობის" 9 წლიანი დაუღალავი შრომის ფასად დღეს უკვე ჩვენს ერს დადებითი შედეგი მოუტანა და გაუღო ევროპული ოჯახის  კარები, რომელიც მხოლოდ წარმატებას და წინსვლას უქადის ჩვენი ქვეყნის მომავალს!  ვულოცავ საქართველოს! , ვულოცავ ქართველ ხალხს!,  ვულოცავ ენმ-ს!,  ვულოცავ ამ უდიდესი წარმატების ფუძემდებელს, საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს! ბატონო პრეზიდენტო, თქვენმა უდიდესმა დაუღალავმა შრომამ და ამაგმა ნაყოფიერი შედეგი გამოიღო!''
 
სოციaლურ ქსელებში ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ნაცiონალური მოძრაობისა და მისი ლიდერის ძალიხმევამ ისეთი ბიძგი მისცა ხალხის სწრაფვას ევროპისაკენ, რომ დღევანდელი ხელისუფლება, მისი ფარული თუ აშკარა განწყობებისა და ქმედებების მიუხედავად,  ინერციით წაიგდო წინ – ევროპისაკენ.
ისინი  აღშფოთებით ეხმაურებიან ხელისუფლების წარმომადგენელთა მცდელობას თავად მიიწერონ ეს გამარჯვება, თუმცა კი ყველაფერს აკეთებდნენ იმისათვის, რომ ევროპისადმი ნიჰილზმი დაემკვიდრებინათ  და რუსეთისკენ მიემართათ მოსახლეობის მზერა და განწყობა. 
 
,,სააკაშვილის 9 წლის მოღვაწეობის შედეგს გვილოცავს კვირიკაშვილი. გაკვირიკებული ვარ ''
 

,,კვაჭანტირაძის თათქარიძისეულ გაბადრულ სახეს რომ ვუყურებდი ეგ აზრები მომივიდა მეც! მიშა გიჟია – რა ევროპა, რა უვიზო მიმოსვლაო და ბევრი მისი ,,ნაგიჟარი'' იდეების შედეგებით ბაირამობს!  ''
 
,,მიშა უმაგრესია ! 4 წელია არ არის ქვეყანაში, მაგრამ თუ რაიმე სასიკეთო გაკეთდა, მაინც ის აკეთებს''
 
,,ეს რომ ქვეყანა იყოს, მადლობას ეტყოდა ადამიანს,  რომელმაც ქვეყანა ისე ამოათრია ჭაობიდან რომ 5 წელია უკან ექაჩებიან და ვერ დააბრუნეს.
ამათ რა რეფორმები ჩაატარეს,  ეგება ვინმემ შემახსენოთ, ა?''-  წერენ სოციალურ ქსელში
 
 
შეგახსენებთ,  დღეს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, რომ  ვიზების ლიბერალიზაცია მთლიანად  2012 წლის შემდეგ განხორციელებული რეფორმების შედეგია.
 
 

 
 

სიახლეები

ზუგდიდის,რაიონულმა სასამართლომ აქტივისტი როსტო ზარანდია დამნაშავედ ცნო

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ როსტო უკვე მეოთხედ ცნო "დამნაშავედ", ამჯერადაც "დანაშაული" პროკურატურის კედელზე მზია ამაღლობელის...

მედია- აზერბაიჯანული თვითმფრინავის ჩამოგდების ბრძანება რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გასცა

აზერბაიჯანულ რედაქციაში შესულმა ანონიმურმა წერილმა შესაძლოა ახალ ფაზაში გადაიყვანოს გამოძიება, რომელიც ეხება 2024 წლის...

სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე-სერიოზულად უნდა განვიხილოთ რუსული არხების აკრძალვა

სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ, ალენ სიმონიანმა ადგილობრივ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ "სერიოზულად უნდა...

პარლამენტმა გახარიას გუნდის წევრებს სადეპუტატო მანდატები შეუჩერა

82 მომხრე - 0 წინააღმდეგი - "ოცნების" პარლამენტმა გახარიას გუნდის წევრებისთვის სადეპუტატო მანდატების ვადაზე...