მთავარისიახლეებიპოლიტიკათენგიზ გუნავა: ,,ჩვენი მოღვაწეობის პერიოდში ბევრი კარგი რეფორმა გაკეთდა, მაგრამ იყო ჩავარდნებიც...

თენგიზ გუნავა: ,,ჩვენი მოღვაწეობის პერიოდში ბევრი კარგი რეფორმა გაკეთდა, მაგრამ იყო ჩავარდნებიც საჯელაღსრულების სისტემაში ”

Published on

აწ უკვე ,,მოძრაობა თავისუფლებისთვის – ევროპული საქართველოს''  წევრი თენგიზ გუნავა   ,,ტაბულასთან''  საუბარში კომენტარს აკეთებს შსს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, მეგის ქარდავას განცხადებაზე  იმასთან დაკავშირებით, რომ ციხეებში სისტემური დანაშაული არ ხდებოდა და ეს იყო რუსეთის სპეცსამსახურების მიერ ორგანიზებული პროვოკაცია, რაც სისტემურ პრობლემად წინა ხელისუფლების „ერთმა ჯგუფმა“ აღიარა.
 
„ვერ დავეთანხმები მის პოზიციას, ბუნებრივია. ჩვენი მოღვაწეობის პერიოდში ბევრი კარგი რეფორმა გაკეთდა, მაგრამ იყო ჩავარდნებიც. ერთ-ერთი ჩავარდნა, სამწუხაროდ, იყო სასჯელაღსრულების სისტემაში, რაც მაშინდელმა პრეზიდენტმაც აღიარა. ჩვენ ვართ პასუხისმგებლიანი გუნდი და არასდროს გავურბოდით პასუხისმგებლობას. იყო ჩავარდნა, რომელიც გამოჩნდა იმ პერიოდში და ეს ვთქვით ყველა ჩვენგანმა, ამაზე ხმამაღლა ისაუბრა მაშინდელმა პრეზიდენტმაც. მსგავსი ფაქტები არ უნდა მომხდარიყო. ჩვენ მაშინ პასუხისგებაში მივეცით სამსახურის ხელმძღვანელები და იმდროინდელი მუშაკები. განცხადებას, რომ ეს კონკრეტული ჯგუფის ბრალი იყო და შემდეგ სხვანაირად მიუტანეს პრეზიდენტს, რა თქმა უნდა, არ დავეთანხმები“, – აცხადებს აწ უკვე ფრაქცია ,,ევროპული საქართველოს'' დეპუტატი .
 
ცნობისათვის, შსს-ის ყოფილ მაღალჩინოსან მეგის ქარდავასთან ინტერვიუ ,,აფხაზეთის ხმამ'' გამოაქვეყნა. ქარდავა მის მიმართ არსებულ ბრალდებებზე, მათ შორის, ციხის კადრებსა და ე.წ. კასრების საქმეზე საუბრობს. 
 
,, ენმ კომენტარებს ქარდავას განცხადებასთან დაკავშირებით არ აკეთებს'' – სარკასტულად დასძენს ,,ტაბულას'' რედაქცია გუნავას პასუხს მეგის ქარდავასადმი. ამ მინაწერში  კარგად იკითხება ,,მონანიეთა'' პოზაში ჩამდგარი წასულების გარკვეული მინიშნებები თავიანთ ,,განწმენდილობაზე''. როგორც ჩანს,   ენმ–ს  შინელიდან გამოსულ ,,ევროპულ საქართველოს'' თან მხოლოდ  ენმ – ს  მიღწევების წაღება უნდა, პასუხისმგებლობას  ,,ჩავარდნებისთვის'' , მათ შორის თავად გუნავას ჩავარდნებისთვის კი, მაგალითად, სალომე სამადაშვილს უტოვებს.
 
 

სიახლეები

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო - საქმე სამეწარმეო...

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია 445 ხმით 37-ის წინააღმდეგ მიიღო. რეზოლუცია ქართული ოცნების მიერ...

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა - განცხადებას უწყება...

პროპაგანდისტულმა „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ 2025 წელი ჯამში, 75.97 მილიონი ლარის ზარალით დაასრულეს

"2025 წელი პროსამთავრობო ტელეკომპანიებმა: „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ ჯამში, 75.97 მილიონი ლარის...