საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრის, პოლიტპატიმარ ბაჩო ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილი თავის ფეისბუქგვერდზე ემოციურ პოსტს აქვეყნებს :
,,ჩემო საყვარელო მეგობრებო და თანამებრძოლებო,
ვიცი რომ გაგიხარდებათ, გუშინ ადვოკატი გავხდი და ახლა უკვე ვიღაც რუსი ოლიგარქის ნებართვის უსაზღვრო ლოდინი აღარ მჭირდება, ისე შევდივარ ციხეში ბაჩოსთან.
ვიყავი შესული გუშინაც და დღესაც, ხვალაც შევდივარ და ასე ყოველდღე, სანამ ბაჩო არ დატოვებს საპატიმროს.
მხნედაა, საქართველოს ერთიანობისთვის და რუსი ოლიგარქის – ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლის დაუღალავ განწყობაზეა.''
ანი ნადარეიშვილი ამბობს, რომ გუშინ ადვოკატის სტატუსით შევიდა სპატიმროში და პირველად შეხვდა მეუღლეს მისი დაპატიმრებდან 4 წლის და 3 თვის შემდეგ.