მთავარისიახლეებიპოლიტიკარა სურათია საკრებულოებში მას შემდეგ, რაც ენმ - დან არჩეული...

რა სურათია საკრებულოებში მას შემდეგ, რაც ენმ – დან არჩეული წევრების ერთმა ნაწილმა სხვა პარტიაში გადაინაცვლა

Published on

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' ცენტრალური  ოფისი ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა სურათია საკრებულოებში (საქართველოს მასშტაბით) მას შემდეგ, რაც პარტია წევრების  გარკვეულმა ნაწილმა დატოვა. 
 
ერთიან ნაციონალურ მოძრაობიდან წასულები პარტიის წევრთა საერთო რაოდენობის ათი პროცენტია,  90%-ზე მეტი კი  ენმ-ში რჩება. 
 
საქართველოს მასშტაბით, სულ, ნაციონალურ მოძრაობას 276 საკრებულოს წევრი ჰყავდა, დღეის მონაცემებით, კი ეს რიცხვი 241-ს შეადგენს. პარტია ჯამში 14 საკრებულოს (მაშ შორის  5 ქალაქი, 9 თემი) 35 წევრმა დატოვა.
 
თბილისი –  სულ იყო 7 საკრებულოს წევრი ( ენმ – დან) ,  წავიდა 3 
ზუგდიდი – სულ იყო 18 საკრებულოს წევრი, წავიდა 4
ახალციხე – სულ  იყო 11 საკრებულოს  წევრი, წავიდა 2
ადიგენი  – სულ იყო 6 საკრებულოს წევრი, წავიდა 2
გურჯაანი – სულ იყო 6 საკრებულოს წევრი, წავიდა 4
ახალქალაქი – სულ იყო 1 საკრებულოს წევრი, წავიდა 1
ფოთი – სულ იყო 2 საკრებულოს წევრი, წავიდა 2
მცხეთა – სულ იყო 2 საკრებულოს წევრი, წავიდა 1
ხულო – სულ იყო 5 საკრებულოს წევრი, წავიდა 4
ჭიათურა – სულ იყო 5 საკრებულოს წევრი, წავიდა 1
ქუთაისის- სულ იყო 4 საკრებულოს წევრი, წავიდა 2
ხონი – სულ იყო 12 საკრებულოს წევრი, წავიდა 9
 

სიახლეები

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო - საქმე სამეწარმეო...

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია 445 ხმით 37-ის წინააღმდეგ მიიღო. რეზოლუცია ქართული ოცნების მიერ...

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა - განცხადებას უწყება...

პროპაგანდისტულმა „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ 2025 წელი ჯამში, 75.97 მილიონი ლარის ზარალით დაასრულეს

"2025 წელი პროსამთავრობო ტელეკომპანიებმა: „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ ჯამში, 75.97 მილიონი ლარის...