მთავარისიახლეებისაზოგადოებამოშიმშილე დევნილები აქციას თბილისში, ევროკავშირის ოფისთან გააგრძელებენ

მოშიმშილე დევნილები აქციას თბილისში, ევროკავშირის ოფისთან გააგრძელებენ

Published on

ზუგდიდში რაიონული საავადმყოფოს ეზოში გაშლილ კარავში მოშიმშილე დევნილები თბილისში ჩასვლას და აქციის გაგძელებას ევროკავშირის ოფისთან გეგმავენ. ამის შესახებ დევნილებმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. დევნილების მოთხოვნები უცვლელია, ისინი ხელახალი კომისიის შექმნას და ქულების გადამოწმებას ითხოვენ, ასევე მათთვის მიუღებელი და შეურაცხმყოფელია დევნილთა და განსახლების მინისტრის განცხადება, რომელმაც ერთ-ერთი მედიასაშულების ეთერში განაცხადა, რომ დევნილების პირის ამოკერვის შესახებ ინფორმაციას არ ენდობა.აქციის მონაწილეებს პრეტენზიები აქვთ აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის დევნილთა სამმართველოს უფროსთანაც, მათი თქმით, მანუჩარ ჩილაჩავას ახლობლებმა დაუმსახურებელი ქულები მიიღეს.დევნილთა სამმართველოს უფროსი მოშიმშილეთა ბრალდებებს პასუხობს და ამბობს, რომ მათი პრეტენზიებეი საფუძველს მოკლებულია.საავადმყოფოს ტერიტორიაზე დევნილები უკვე კვირაზე მეტია შიმშილობენ, 5-მა მათგანმა რამდენიმე დღის წინ პროტესტის უკიდურეს ზომას მიმართა და პირი ამოიკერა. დევნილები საერთაშორისო ორგანიზაციებს მათი ბედით დაინტერსებას თხოვენ.
 

სიახლეები

დაკავებულია წითელი ცირკულარით ძებნილი 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის...

სარჯველაძე დიუშენის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა

სარჯველაძე დიუშენის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა - ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მათ მედიკამენტების თაობაზე ინფორმაციის...

ზუგდიდში მუნიციპალური ტრანსპორტის საფასური იზრდება

ზუგდიდის საკრებულომ ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ღირებულების 50-60%-ით გაძვირებას. ეს...

EU საქართველოსთან დიალოგს გამართავს, განიხილავენ უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებას – იოზვიაკი

EU 11 ივნისს საქართველოსთან სავიზო დიალოგის გამართვას გეგმავს - ეს არის მნიშვნელოვანი შეხვედრა ვიზალიბერალიზაციის...