მთავარისიახლეებიპოლიტიკა„მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველო“ რაიონის საკრებულოში ცალკე ფრაქციას შექმნის.

„მოძრაობა თავისუფლებისთვის – ევროპული საქართველო“ რაიონის საკრებულოში ცალკე ფრაქციას შექმნის.

Published on

„მოძრაობა თავისუფლებისთვის – ევროპულმა საქართველომ“ დღეს პარტიის ზუგდიდის აქტივთან  შეხვედრა გამართა. პარტიის ლიდერებმა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შეკრებილებს სამომავლო გეგმები გააცნეს და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადყოფნაზე ისაუბრეს.დღესვე ცნობილი გახდა რომ „მოძრაობა თავისუფლებისთვის – ევროპულისაქართველო“რაიონის საკრებულოში ცალკე ფრაქციას შექმნის. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კვოტით გასული 18 დეპუტატიდან  3  ზვიად ჯგერენაია, თინათინ თოდუა და ლაშა შიუკაშვილი „ევროპულ საქართველოს“ შეუერთდნენ. სწორედ ამ შემადგენლობით იქნება წარმოდგენილი ახალი ფრაქცია რაიონის საკრებულოში.შეხვედრის დასრულების შემდეგ პარტიის ლიდერები მოშიმშილე  დევნილებთან მივიდნენ და დაპირდნენ რომ ამ საკითხს პარლამენტის სხდომაზე დააყენებდნენ.

სიახლეები

ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას-პირველი არხის ეთერში დაცემული ბავშვის დედა

"ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას, ასეთი რეაქცია მქონდა. უყურებ როგორ არ ეხმარებიან შენ შვილს, როცა...

EU-ს მაღალჩინოსანმა საქართველოსთან სავიზო დიალოგს “საკმაოდ უნაყოფო” უწოდა-იოზვიაკი

რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს ხელმძღვანელის, რიკად იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკომისიის მაღალჩინოსანმა ქართულ მხარესთან გამართულ სავიზო...

შიო III ბრიტანეთის ელჩს შეხვდა

გაერთიანებული სამეფოს ელჩი საქართველოში, გარეთ უორდი 11 ივნისს, საქართველოს კათოლიკოს-პატრაირქ შიო III-ს შეხვდა. ინფორმაციას...

სახელმწიფო აუდიტმა ცესკოში მილიონობით ლარის დანამატები და შესყიდვების ხარვეზები გამოავლინა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2023-2024 წლების საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აუდიტის შედეგები გამოაქვეყნა. ანგარიშის...