მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილი: ,,ეს არის ქართველი ხალხის ნება და ეს არის ქართველი ხალხის...

მიხეილ სააკაშვილი: ,,ეს არის ქართველი ხალხის ნება და ეს არის ქართველი ხალხის გამარჯვება!”

Published on

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მოქალაქეებს ევროპარლამენტის მიერ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებას ულოცავს. 
 
„ეს არის თავისუფლებისკენ გადადგმული ძალიან დიდი ნაბიჯი. მე ვიყავი ჩემი მეგობრის, ზურაბ ჟვანიას გვერდით, როდესაც მან თქვა ისტორიული ფრაზა  – მე ვარ ქართველი და მაშასადამე მე ვარ ევროპელი''. როდესაც ვარდების რევოლუციის შემდეგ, პარლამენტის წინ ჩვენ ავაჟღერეთ ევროპის ჰიმნი და პირველად ავწიეთ ევროპის დროშა, მაშინ საქართველოშიც და საქართველოს გარეთ ბევრი დამცინოდა, მაგრამ ეს იყოს ჩემი ფუნდამენტური რწმენა, რომ საქართველო დაიწყებდა სწრაფად სვლას ევროინტეგრაციის გზით და ფორმალურად ასეც მოხდა 2006 წლის შემდეგ. 2008 წლის შემოტევის შემდეგ, ჩვენ ერთად შევქმენით აღმოსავლური პარტნიორობა, სადაც ჩვენ გარდა, შევიყვანეთ კიდევ რამდენიმე ქვეყანა და ამ პარტნიორობის ფარგლებში, ხელი მოვაწერეთ ასოცირების ხელშეკრულებას და ახლა უკვე უვიზო მიმოსვლას,“ – აცხადებს მიხეილს სააკაშვილი.
ექსპრეზიდენტი  აცხადებს, რომ დღეს ევროპასთან დაახლოების დამსახურება არვინ უნდა მიითვისოს.
 
„ეს არის ქართველი ხალხის ნება და ეს არის ქართველი ხალხის გამარჯვება. რა თქმა უნდა, მე ვიყავი დარწმუნებული, პირველი დღიდან, რომ ეს ასე იქნებოდა, როგორც დღეს ვარ დარწმუნებული, რომ საქართველო გამთლიანდება, საქართველო დაიბრუნებს თავის ტერიტორიებზე კონტროლს და რა თქმა უნდა, საქართველო გათავისუფლდება ამ გაუგებრობისგან, ამ ტლუ რუსი ოლიგარქის არაფორმალური მმართველობისგან. მიუხედავად იმისა, რომ თბილისში, სამთავრობო კაბინეტებში და სოლოლაკის მთაზე დაბუდებულმა ქონდრისკაცებმა მე ჩამომართვეს საქართველოს პასპორტი, მე დღეს ვარ ისე ამაყი, როგორც არასდროს, მე დღეს ვარ ისეთივე და უფრო მეტი ქართველიც, ვიდრე ოდესმე, იმიტომ რომ ჩვენ ამაყად შეგვიძლია ვთქვათ – ჩვენ ვართ ქართველები და კიდევ უფრო მეტად ევროპელები,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

სიახლეები

შსს ადასტურებს, შაბათის ეთერის ანონსში გასული კადრები ნამდვილობას და განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, ტვ პირველის შაბათის ეთერში გასული, მოქალაქეების წამების ამსახველი კადრების ნამდვილობა....

13 ივნისის ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა

3 ივნისის ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა - მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარმა სტიქიამ 21 ადამიანის...

ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას-პირველი არხის ეთერში დაცემული ბავშვის დედა

"ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას, ასეთი რეაქცია მქონდა. უყურებ როგორ არ ეხმარებიან შენ შვილს, როცა...

EU-ს მაღალჩინოსანმა საქართველოსთან სავიზო დიალოგს “საკმაოდ უნაყოფო” უწოდა-იოზვიაკი

რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს ხელმძღვანელის, რიკად იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკომისიის მაღალჩინოსანმა ქართულ მხარესთან გამართულ სავიზო...