მთავარისიახლეებიპოლიტიკაგიორგი კვირიკაშვილი: ეს ნამდვილად ისტორიული დღეა!

გიორგი კვირიკაშვილი: ეს ნამდვილად ისტორიული დღეა!

Published on

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ევროპარლამენტს საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე მიღებული დადებითი გადაწყვეტილებისთვის მადლობას უხდის.
 
აღნიშნულთან დაკავშირებით პრემიერი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს და დღევანდელ დღეს „ისტორიულს“ უწოდებს.
 
„გილოცავთ! ეს ნამდვილად ისტორიული დღეა! მადლობა ევროპარლამენტს საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროპაში უვიზოდ მიმოსვლის უფლების მინიჭებისთვის!", – წერს საქართველოს პრემიერი.
 
ევროპარლამენტმა საქართველოს ვიზალიბერალიზაციას მხარი დაუჭირა. საქართველოს საკითხს ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე კენჭი რამდენიმე წუთის წინ ეყარა. საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შემოღებას მხარი ევროპარლამენტის 553-მა წევრმა დაუჭირა, წინააღმდეგი 66 წავიდა, 28 დეპუტატმა კი თავი შეიკავა.
 
 

სიახლეები

შსს ადასტურებს, შაბათის ეთერის ანონსში გასული კადრები ნამდვილობას და განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, ტვ პირველის შაბათის ეთერში გასული, მოქალაქეების წამების ამსახველი კადრების ნამდვილობა....

13 ივნისის ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა

3 ივნისის ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა - მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარმა სტიქიამ 21 ადამიანის...

ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას-პირველი არხის ეთერში დაცემული ბავშვის დედა

"ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას, ასეთი რეაქცია მქონდა. უყურებ როგორ არ ეხმარებიან შენ შვილს, როცა...

EU-ს მაღალჩინოსანმა საქართველოსთან სავიზო დიალოგს “საკმაოდ უნაყოფო” უწოდა-იოზვიაკი

რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს ხელმძღვანელის, რიკად იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკომისიის მაღალჩინოსანმა ქართულ მხარესთან გამართულ სავიზო...