მთავარისიახლეებიპოლიტიკა,, განიხსნა გზა, მაგრამ ეშვებათ კი ივერთ სასოება? ''

,, განიხსნა გზა, მაგრამ ეშვებათ კი ივერთ სასოება? ”

Published on

ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა ვიზალიბერალიზაციას. ამის შემდეგ დარჩენილია ტექნიკური პროცედურები, რომლებიც სავარაუდოდ, მარტის ბოლომდე დასრულდება. 
რის საშუალებას აძლევს ვიზალიბერალიზაცია საქართველოს მოქალაქეებს, რომელ ქვეყნებშია მათთვის გზა ხსნილი?
უვიზო რეჟიმი გულისხმობს თავისუფალ გადაადგილებას შენგენის ზონის ტერიტორიაზე, რომელიც მოიცავს ევროკავშირის 22 წევრ ქვეყანას, ევროკავშირის 4 არაწევრ ქვეყანას და შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანას.
 
წევრი ქვეყნები: ავსტრია, ბელგია, გერმანია, დანია, ესპანეთი, ესტონეთი, იტალია, ლატვია, ლიტვა, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, საბერძნეთი, საფრანგეთი, სლოვენია, სლოვაკეთი, უნგრეთი, ფინეთი, შვედეთი, ჩეხეთი. 
 
არაწევრი ქვეყნები: ისლანდია, ლიხტენშტეინი, ნორვეგია და შვეიცარია;
 
კანდიდატი ქვეყნები: ბულგარეთი, კვიპროსი, რუმინეთი, ხორვატია; 
 
გამონაკლისს წარმოადგენს ევროკავშირის 2 წევრი ქვეყანა: დიდი ბრიტანეთი და ირლანდია, რომლებთანაც სავიზო რეჟიმი შენარჩუნდება. 
 
 ბიომეტრული პასპორტების მქონე საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლით 180 დღის განმავლობაში მაქსიმალური, 90 დღის ვადით ისარგებლებენ. 
გაზა ხსნილია,  ეს საქართველოსთვის უდიდესი მნიშვნელობის მიღწევაა  პოლიტრიკური და ეკონომიკური თვალსაზრისით, მაგრამ უფრო მისალოცად საქმე მაშინ გვექნება, როცა მოსახლეობის ყველა ფენას  ექნება ფინანსური შესაძლებლობა  ისარგებლოს  ამ  გზით (ევროპაში ამა ქვეყნის ძლიერნი აქამდეც თავისუფლად მიმოდიოდნენ) სწავლისთვის, ქვეყნების მოვლისთვის და არა ლუკმა – პურის შოვნისთვის. 
 
 დღეს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, რომ  ვიზების ლიბერალიზაცია მთლიანად  2012 წლის შემდეგ განხორციელებული რეფორმების შედეგია. სხვისი დამსახურების მონოპოლიზების მცდელობას აჯობებს ხელისუფლებამ ამ საკითხზე  იფიქროს. 
 

სიახლეები

დაკავებულია წითელი ცირკულარით ძებნილი 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის...

სარჯველაძე დიუშენის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა

სარჯველაძე დიუშენის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა - ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მათ მედიკამენტების თაობაზე ინფორმაციის...

ზუგდიდში მუნიციპალური ტრანსპორტის საფასური იზრდება

ზუგდიდის საკრებულომ ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ღირებულების 50-60%-ით გაძვირებას. ეს...

EU საქართველოსთან დიალოგს გამართავს, განიხილავენ უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებას – იოზვიაკი

EU 11 ივნისს საქართველოსთან სავიზო დიალოგის გამართვას გეგმავს - ეს არის მნიშვნელოვანი შეხვედრა ვიზალიბერალიზაციის...