მთავარისიახლეებიპოლიტიკაევროპარლამენტში საქართველოს ვიზალიბერალიზაციის შესახებ საკითხზე მსჯელობენ

ევროპარლამენტში საქართველოს ვიზალიბერალიზაციის შესახებ საკითხზე მსჯელობენ

Published on

 ევროპარლამენტში საქართველოს ვიზალიბერალიზაციის შესახებ საკითხის განხილვა  დაიწყო –  მხარდაჭერის შემთხვევაში უვიზო მიმოსვლის პროცესი შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებულ  რეგულაციებთან ერთად ამოქმედდება.
  სხდომაზე უკვე გამოვიდა სიტყვით მომხსენებელი მარია გაბრიელა. მან განაცხადა, რომ საქართველომ შეასრულა ყველა ვალდებულება და ყურადღება გაამახვილა საქართველოში გატარებულ რეფორმებზე.
 
"ეს პროცესი ჩვენთვის არ გახლავთ ადვილი თუმცა საქართველოს და ევროკავშირის მოქალაქეები ისწრაფიან იმისთვის, რომ ამოქმედდეს უვიზო რეჟიმი. სწორედ ამიტომ ევროკავშირის საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებებს საკანონმდებლო ცვლილების შესახებ და ეს რეგულაცია გამოქვეყნდება ოფიციალურ ჟურნალში. უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ამოქმედდება შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებულ განახლებულ რეგულაციასთან ერთად მას შემდეგ რაც  მოლაპარაკებები ჩატარდება. . ჩვენ თანმიმდევრულები ვართ ჩვენს ქმედებებში და მხოლოდ ერთ საკითხს ვაქცევთ ყურადღებას. თუკი დაკმაყოფილებული იქნება ეს მოთხოვნები, მაშინ ვიზალიბერალიზაციის მიღწევაც შესაძლებელია.
ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს მთავრობას დემოკრატიული მიდგომებისთვის. საქართველო აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს იმ რომლებიც გახლდათ აუცილებელი-განაცხადა მარია გაბრიელიმ .
 
 მისი თქმით, ვიზალიბერალიზაციის რეჟიმის შემოტანით საქართველო დაუახლოვდება ევროპას და ევროპულ ღირებულებებს, რაც ხელს შეუწყობს კულტურული, ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირების გაძლიერებას. 
 

სიახლეები

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო - საქმე სამეწარმეო...

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია 445 ხმით 37-ის წინააღმდეგ მიიღო. რეზოლუცია ქართული ოცნების მიერ...

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა - განცხადებას უწყება...

პროპაგანდისტულმა „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ 2025 წელი ჯამში, 75.97 მილიონი ლარის ზარალით დაასრულეს

"2025 წელი პროსამთავრობო ტელეკომპანიებმა: „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ ჯამში, 75.97 მილიონი ლარის...