მთავარისიახლეებისაზოგადოებაგარემოს დაცვის სამინისტრო მონადირეებს ჭურიაში ახალი სანადირო მეურნეობისთვის ტერიტორიას გამოუყოფს.

გარემოს დაცვის სამინისტრო მონადირეებს ჭურიაში ახალი სანადირო მეურნეობისთვის ტერიტორიას გამოუყოფს.

Published on

მონადირეებმა აქცია მას შემდეგ შეწყვიტეს, რაც   გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრს  შეხვდნენ. გიგლა აგულაშვილმა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორთან ერთად არსებული პრობლემები მონადირეებისგან მოისმინა.ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მონადირეები კოლხეთის ეროვნული პარკის ჭურიის უბანზე და მის მიმდებარედ 500 მ-იან მონაკვეთში ნადირობის უფლებას ითხოვდნენ.მონადირეების პროტესტი იანვარში კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის მიერ ჩატარებულმა რეიდებმა გამოიწვია. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რეიდის დროს პარკის ტერიტორიაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 35 ფაქტი გამოვლინდა. მათ შორის, უკანონო ნადირობის და სანადირო ცეცხლსასროლი იარაღით გადაადგილების. მინისტრის განცხადებით, შეზღუდვები რამდენიმე გარემოებითაა გამოწვეული. კოლხეთის დაბლობი ფრინველთა მიგრაციის გზაზე უმნიშვნელოვანეს რეგიონს წარმოადგენს, სადაც 194 სახეობის ფრინველი გვხვდება. საქართველო უნიკალური მდებარეობის გამო რამდენიმე საერთაშორისო ხელშეკრულების მხარეა. კოლხეთის ეროვნული პარკის არსებობა მიზნად გადამფრენი ფრინველების და მათი ჰაბიტატების დაცვას ისახავს. სწორედ ამიტომაა ტერიტორიაზე ნადირობა აკრძალული. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ზონის მიღმა გარკვეული წესების დაცვის შემთხვევაში ნადირობა დაშვებულია.სამეგრელო ზემო-სვანეთის გუბერნატორის თქმით, მონადირეები შეძლებენ, 2 წელიწადში ქონდეთ საკუთარი სანადირო მეურნეობა და ინადირონ თავისუფლად გამოყოფილ ადგილზე.მეთევზეთა და მონადირეთა კლუბის ხელმძღვანელის გურამ თირქიას თქმით:“შეთანხმება მიღწეულია, ჩვენ ვწყვეტთ აქციებს, რადგან კანონმორჩილი ხალხი ვართ, ჩვენ გავაშენებთ ახალ სანადირო მეურნეობას და იქ ვინადირებთ“. მინისტრთან შეხვედრას წინ უძღოდა საპროტესტო აქციები, მონადირეებმა ნადირობის ნებართვის მოთხოვნით აქცია ანაკლიასა და ზუგდიდში რამდენჯერმე გამართეს

სიახლეები

შსს ადასტურებს, შაბათის ეთერის ანონსში გასული კადრები ნამდვილობას და განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, ტვ პირველის შაბათის ეთერში გასული, მოქალაქეების წამების ამსახველი კადრების ნამდვილობა....

13 ივნისის ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა

3 ივნისის ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა - მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარმა სტიქიამ 21 ადამიანის...

ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას-პირველი არხის ეთერში დაცემული ბავშვის დედა

"ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას, ასეთი რეაქცია მქონდა. უყურებ როგორ არ ეხმარებიან შენ შვილს, როცა...

EU-ს მაღალჩინოსანმა საქართველოსთან სავიზო დიალოგს “საკმაოდ უნაყოფო” უწოდა-იოზვიაკი

რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს ხელმძღვანელის, რიკად იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკომისიის მაღალჩინოსანმა ქართულ მხარესთან გამართულ სავიზო...