მთავარისიახლეებიკონფლიქტებიერთი ქართველ დევნილებს კითხონ?! - „ფრიდომ ჰაუსმა'' აფხაზეთი „ნაწილობრივ თავისუფალთა'' კატეგორიაში...

ერთი ქართველ დევნილებს კითხონ?! – „ფრიდომ ჰაუსმა” აფხაზეთი „ნაწილობრივ თავისუფალთა” კატეგორიაში მოიხსენია

Published on

, „ფრიდომ ჰაუსის“ თავის წლიურ ანგარიშში ქვეყნებისა და ტერიტორიების  თავისუფლების ხარისხის მიხედვით გაკეთებულ ჩამონათვალში აფხაზეთი „ნაწილობრივ თავისუფალთა“ , ხოლო სამხრეთ ოსეთი „არათავისუფალთა“ კატეგორიაშია მოხსენიებული.
 
მრავალარხიანი დიპლომატიის ინსტიტუტის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ლევან გერაძე აღნიშნავს, ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული ვითარება მართლაც განსხვავდება ერთმანეთისგან, თუმცა დამაკმაყოფილებელი არც ერთი არ არის:
 
„აფხაზეთში არის შედარებით უფრო აქტიური სამოქალაქო საზოგადოება, უფრო მრავალფეროვანი ეთნიკური შემადგენლობა, უფრო ნაკლებია რუსეთის ფედერაციის ძალოვანი სტრუქტურების გავლენა… ცხინვალის რეგიონისგან განსხვავებით, აფხაზეთში არ ხდება არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისა და განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების ღია დევნა… ამიტომ არიან ოდნავ წინ, მაგრამ ერთგანაც და მეორეგანაც სავალალო მდგომარეობაა“, – უთხრა ლევან გერაძემ რადიო თავისუფლებას.
 
მისი თქმით, ვერც აფხაზეთში არსებული მდგომარეობა აკმაყოფილებს „ნაწილობრივ თავისუფალთა“ კრიტერიუმებს. მისი აზრით, იქ, სადაც დევნილებს დაბრუნების შესაძლებლობა არა აქვთ, გალის რაიონის მკვიდრ მოსახლეობას ქართულ ენაზე სწავლას უკრძალავენ და ხალხს წესიერად გადაადგილების შესაძლებლობა არა აქვს, საუბარიც კი არ შეიძლება რაიმე სახის თავისუფლებაზე იყოს.
 

სიახლეები

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...

41 ნაბიჯი რუსეთისკენ-TI-ის კვლევა

"41 ნაბიჯი რუსეთისკენ - „ოცნების“ ანტიევროპული კურსის ერთი წელი" - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...

ადენაუერის ფონდმა თბილისის ოფისი დახურა

კონრად ადენაუერის ფონდი წერს, რომ იძულებულია, თბილისის ოფისი დახუროს. მათი განცხადებით, თბილისში წარმომადგენლობის დახურვა...